სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ა(ა)იპ მთისა-მთის განვითარებისთვის

„რაშოვდა“ - მულტიფუნქციური სივრცე ზემო რაჭაში

გრანტის გაცემის წელი

2023 

 

გრანტის მიმღები იურიდიული პირი

ა(ა)იპ მთისა-მთის განვითარებისთვის

 

სოციალური საწარმოს სახელი

„რაშოვდა“ - მულტიფუნქციური სივრცე ზემო რაჭაში

 

დონორი

ევროკავშირი და ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DGNEAR)

 

პროექტის სახელი

„რაშოვდა“ - მულტიფუნქციური სივრცე ზემო რაჭაში

 

საწარმოს არსი

საწარმო „რაშოვდას“ მისიაა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხელშეწყობა ზემო რაჭის მოწყვლადი მოსახლეობის გაძლიერების გზით.

რაშოვდა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ტურისტულ-ეკონომიკური საქმიანობის განვითარებითა და ინოვაციური, თემზე დაფუძნებული ტურისტული პრაქტიკის დანერგვით.

ხედვა: ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერ თემს, რომელსაც თვითმობილიზების უნარი და თვითგანვითარების მოტივაცია აქვს, შეუძლია გაიფართოვოს შესაძლებლობები და არსებული რესურსების მდგრადი გამოყენებით შეიქმნას უკეთესი ცხოვრება.

ამიტომ, სოციალური საწარმო “რაშოვდა” ‘ინვესტიციას’ დებს ზემო რაჭის ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებასა და განვითარებაში, რათა არსებული პრობლემებისათვის მდგრადი გადაწყვეტების შემუშავება თემის ინიცირებითა და ჩართულობით თანამშრომლობის, თანასწორობისა და გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით მოხდეს.

ღირებულებები: მდგრადი ტურიზმის პოპულარიზაცია და მდგრადი განვითარების მიდგომების დანერგვა იქნება ღირებულება, რომელსაც დაეფუძნება საწარმოს ფუნქციონირება. საწარმო შეეცდება თავისი საქმიანობით გახდეს მაგალითი ამ ღირებულებების პოპულარიზაციისთვის.

თემატური მიმართულებები: ძირითადი თემატური მიმართულებები რომლებსაც საწარმოში გამართული ღონისძიებები მიეძღვნება იქნება: არაფორმალური განათლება, იდეების გენერირება და პროექტის განვითარება, გარემოს დაცვა, კულტურა, სპორტი, ტურიზმი, მეწარმეობა, მდგრადი განვითარება, თემის განვითარება, თვითგანვითარება.

 

CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება

45,000

თანამონაწილეობა

4500

პროექტის ჯამური თანხა

49,500