ლიტქიდი - საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი
გრანტის გაცემის წელი
2024
გრანტის მიმღები იურიდიული პირი
ა(ა)იპ "ლიტქიდი - საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი"
სოციალური საწარმოს სახელი
ლიტქიდი
დონორი
ევროკავშირი, ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DGNEAR); "პური მსოფლიოსთვის" (Bread For the World)
პროექტის სახელი
ლიტქიდი / LITKID საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი
საწარმოს არსი
ლიტქიდი არის საბავშვო ლიტერატურის ციფრული გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა საბავშვო გამომცემლობას და წიგნს. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს ბავშვის ასაკის, გემოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად შერჩეული წიგნების რეკომენდაციებსა და შეძენის გამარტივებულ გზას.
სოციალური საწარმოს მისიაა, დაეხმაროს ათასობით მშობელსა და აღმზრდელს წიგნების სწორად შერჩევაში, მიაწოდოს მათ საჭირო რესურსები და რჩევები და წაახალისოს ბავშვებთან ერთად კითხვის კულტურის განვითარება.
CSRDG-ის მიერ გაცემული დაფინანსება
44,000
თანამონაწილეობა
4,650
პროექტის ჯამური თანხა
48,650