კონკურსი „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“ 2012 წლის შემდგომ იმართება.
2018 წელს კონკურსი გაიმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის "სოციალური მეწარმეობა, ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის" ფარგლებში, რომლის პარტნიორებიც არიან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და არბაითერ სამარიტერ ბუნდი საქართველო.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა.
კონკურსის ოქროს სპონსორები არიან:
-
ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM Terminals Poti);
-
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი;
კონკურსი გულისხმობს არსებული სოციალური საწარმოსთვის კონკრეტული პრობლემური ამოცანების გადაჭრაზე მიმართული ბიზნეს პროექტის შემუშავებას და შემდგომ, მათ პრაქტიკაში განხორციელებას.
რატომ არის კონკურსი სტუდენტებისთვის საინტერესო?
კონკურსი სტუდენტებს თავიანთი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს და მათი ინტერესების სფეროს გაფართოებას უწყობს ხელს. კონკურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეხვდებიან როგორც ქართველ სოციალურ მეწარმეებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ გამარჯვებულები და მოიპოვონ სამოგზაურო გრანტი სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის ფორმატი
1.შესარჩევი ეტაპი
შემოსული განაცხადებიდან შეირჩევა 16 საუკეთესო გუნდი (დარეგისტრირება ხდება 4 წევრისგან შემდგარ გუნდად, რომელსაც ჰყავს ლიდერი), რომელიც ჩაერთვება სტუდენტურ კონკურსში.
სარეგისტრაციო პროცესის ბოლო ვადაა 13 მარტი.
რეგისტრაციის ამოწურვამდე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სოციალური მეწარმეობის და კონკურსის შესახებ სემინარებში.
2. ექსკურსიები საქართველოს მასშტაბით არსებულ სოციალურ საწარმოებში
შერჩეული გუნდებისთვის მოეწყობა ექსკურსია ქვეყნის მასშტაბით არსებულ სოციალურ საწარმოებში, სადაც ისინი შეხვდებიან ქართველ სოციალურ მეწარმეებს და მათგან მიიღებენ კონკრეტულ ინფორმაციას საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ტენდენციების შესახებ. ასევე, გუნდები მიიღებენ დავალებას, - კონკრეტული სოციალური საწარმოს პრობლემურ ამოცანას.
3. პროექტების განვითარება
დავალების მიღების შემდგომ, გუნდის წევრებს ეძლევათ 20 დღე იმისათვის, რათა მოამზადონ მიღებულ დავალებაზე მორგებული პროექტი და დააგეგმარონ ბიუჯეტი (1500 ლარის ოდენობით).
4. ნახევარფინალი
დავალებების შესრულების ვადის ამოწურვის შემდგომ, ნახევარფინალურ ეტაპზე, სტუდენტური გუნდები ჟიურის წარუდგენენ მათ მიერ შემუშავებულ თეორიულ პროექტებს, რომლებიც მორგებულია სოციალური საწარმოების პრობლემურ ამოცანებზე.
გამოვლინდება 4 წარმატებული პროექტი და თითოეულ გუნდს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გადაეცემა 1500 ლარი, რათა მათ პრაქტიკაში განახორციელონ თავიანთი პროექტები.
პროექტების განხორციელებისთვის გუნდებს მიეცემათ 1 თვიანი ვადა.
თითოეულ ფინალისტ გუნდს დაენიშნება სტუდენტური მრჩეველი საქმიანობის შედეგების გასაუმჯობესებლად.
5. სამუშაო ფინალი
კონკურსის ფინალურ ეტაპზე, ნახევარფინალში შერჩეული 4 სტუდენტური გუნდი, იმპლემენტირებული პროექტების შედეგებს წარუდგენს ჟიურის. გამოვლინდება 1 გამარჯვებული გუნდი.
გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრისთვის პრიზს წარმოადგენს საერთაშორისო სამოგზაურო გრანტი სოციალური მეწარმეობის თემაზე გამართულ ღონისძიებაზე დასასწრებად, ფინალისტ გუნდებს კი გადაეცემათ საინტერესო პრიზები, რომელსაც დააწესებენ პარტნიორი ორგანიზაციები.
6. დაჯილდოების ღონისძიება
დაჯილდოვების ღონისძიებაზე გამოცხადდება 1 გამარჯვებული გუნდი და გამოვლინდებიან ჟიურის რჩეულები. პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.
კონკურსში მონაწილეობის მიღება:
შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი ფაკულტეტისა და კურსის სტუდენტებს (მაგისტრატურა, ბაკალავრიატი).
დარეგისტრირება ხდება გუნდად. გუნდს უნდა ჰყავდეს ლიდერი.
კონკურსში მონაწილეობა უფასოა და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავენ ორგანიზატორები.
კონკურსთან დაკავშირებით გაიმართა სოციალური მეწარმეობის სემინარები და გაცნობითი შეხვედრები შემდეგ ქალაქებში
-
ფოთი - 22 თებერვალი (ტრანსპორტირებას ზუგდიდის და ქუთაისის ახალგაზრდებისთვის უზრუნველყოფს CSRDG);
-
ბათუმი - 23 თებერვალი;
-
თბილისი - 28 თებერვალი (საქართველოს პრეზიდენტის სასახლე);
-
თბილისი - 6 მარტი (საქართველოს პრეზიდენტის სასახლე)
სემინარებში მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე (დააჭკაპეთ აქ)
კონკურსში აპლიკაციები მიიღება 13 მარტის ჩათვლით (სააპლიკაციო ფორმის გასახსნელად დააჭირეთ აქ)
დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება შემდეგ საიტებზე:
შემოგვიერთდით ფეისბუქზე: