2017 წლის მიწურულს, 18 დეკემბრიდან - 30 დეკემბრის ჩათვლით (13 დღე), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, თბილისი მოლის და ჯეოსელის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა სოციალური საჩუქარი - სოციალური საწარმოების და ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
გამოფენა-გაყიდვა მიზნად ისახავდა მონაწილე საწარმოების და ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის პოპულარიზაციას, გაყიდვების ხელშეწყობას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო 11 მონაწილის (9 სოციალური საწარმო და 2 ტრადიციული რეწვის ოსტატი) სხვადასხვა სახის პროდუქცია, გაყიდვის პროცესში გარდა მიმდინარე ფინანსური სარგებლისა, გაჩნდა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
წარმოდგენილმა პროდუქცია მომხმარებელთა მოწონებას იმსახურებდა, რადგან გამოირჩეოდა რამდენიმე მახასიათებლით, კერძოდ:
-
შექმნილია ხელით, დანადგარების მინიმალური ჩარევით;
-
ნატურალურია და ეკოლოგიურად სუფთა;
-
პროდუქციის შეძენით, მომხმარებელი ყიდულობდა არამხოლოდ საჩუქარს, არამედ „სოციალურ საჩუქარს“.
გამოფენა-გაყიდვის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 30 000 ლარი შეადგინა, ხოლო მიღებულმა საშუალო შემოსვალმა მონაწილეზე 2 727 ლარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დააწკაპეთ აქ.