სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

სოციალური გავლენის გაზომვისა და მართვის ტრენინგი სოციალური მეწარმეებისთვის

ტრენინგის შესახებ

 

სოციალური მეწარმეებისთვის საწარმოს სოციალური გავლენის გაზომვისა და მართვის ინტენსიური პრაქტიკული კურსი ჩატარდა. ტრენინგის მიზანი იყო სოციალურ მეწარმეებისთვის სოციალური გავლენის შეფასებისა და მართვის შესახებ ინფორმირება და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაცნობა.

ტრენინგ-კურსის „გავლენის გაზომვა და მასშტაბების ზრდა“ შედეგად, მონაწილეებს შეუძლიათ:

  • განსაზღვრონ სოციალური საწარმოს სოციალური შედეგები და გავლენა;
  • შეიმუშაონ სოციალური გავლენის შეფასებისა და მართვის გეგმა;
  • განსაზღვრონ სოციალური შედეგების ინდიკატორები და მათი გაზომვის ინსტრუმენტები;
  • წარმოაჩინონ მიღწეული შედეგები დაინტერესებულ მხარეებთან.

 

ტრენინგზე განიხილეს საკითხები:

 

  • შესავალი გავლენის გაზომვასა და მართვაში: რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური გავლენის გაზომვა?
  • გავლენის გაზომვის პრინციპები, ტექნიკები და მექანიზმები;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და ცვლილების თეორიის შემუშავება;
  • დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • ცვლილების თეორიის შემუშავება;
  • ინდიკატორების განსაზღვრა;
  • სოციალური შედეგებისა და გავლენის შეფასების მეთოდები;
  • სოციალური გავლენის გაზომვის საერთაშორისო  მაგალითები;
  • როგორ გავზარდოთ სოციალური გავლენის მასშტაბი?

 

ტრენინგი ჩაატარა ბელგიელმა ექსპერტმა - თომას დე გრუთმა.

თომას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშულ სფეროში. მან მონაწილეებს გაუზიარა საერთაშორისო გამოცდილება საქმიანობის შედეგების სწორად და ეფექტურად გაზომვის მიმართულებით. 

 

ტრენერის შესახებ

 

ტომას დე გრუთს აქვს მუშაობის გამოცდილება სამოქალაქო საზოგადოებაში, როგორც კოორდინატორსა და პოლიტიკის ექსპერტს სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციებისათვის. ის მოღვაწეობს სოციალური მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. 2015 წლიდან თომასი მუშაობს ბელგიაში, სოციალური ინოვაციების ქარხანაში ინოვაციური სოციალური საწარმოების ინკუბაციასა და აქსელერაციის საკითხებზე. მისი საქმიანობის ფოკუსია სოციალური გავლენის განსაზღვრა და მართვა. თომასი კოორდინაციას უწევდა პირველად სამოქმედო კვლევებს აღნიშნულ საკითხებზე, ქმნიდა ინსტრუმენტებს გავლენის მართვისთვის როგორც სოციალური საწარმოების, ასევე სოციალური ინვესტორების დონეზე.

 

პროექტის შესახებ

 

ტრენინგ-კურსი ჩატარდა ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ღონისძიებას  CSRDG პროექტის პარტნიორთან EVPA-სთან ერთად ახორციელებს.