შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად 2019 წლის 1 სექტემბრიდან ყველა საწარმოსა და ორგანიზაციას ევალება ჰყავდეს შრომის შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი და შემუშავებული ქონდეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG, საქართველოს შრომის, უსაფრთხოების ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციასთან OSHE თანამშრომლობით გთავაზობთ საინფორმაციო სემინარს რომელზეც შრომის უსაფრთხოების ექსპერტები გაგაცნობენ იმ ძირითად მოთხოვნებსა და ვალდებულებებს, რომელსაც აწესებს ორგანული კანონი.
სემინარზე:
-
გაეცნობით კანონის მოთხოვნებს, ინფორმაციას სავალდებულო დოკუმენტაციის შესახებ;
-
განიხილავთ კანონის მოთხოვნების შესრულების სხვადასხვა შესაძლებლობებს;
-
მიიღებთ პასუხს შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.
დასწრების მსურველთათვის
სემინარი ჩატარდება 10 თებერვალს, 16.00 – 18.00 საათზე.
სემინარის ჩატარების ადგილს დამატებით ვაცნობებთ შერჩეულ მონაწილეებს.
მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შეავსოთ კითხვარი არაუგვიანეს 25 იანვრამდე შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/SEsafetystandards