სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

Impact in the Neighborhood - პირველი რეგიონალური კონფერენცია საქართველოში

„Impact in the Neighborhood. Catalyzing change through investments and policy"

კონფერენციის შესახებ

 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და გავლენის ფონდი აქციო, ევროპის ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაციასთან (EVPA) ერთად 2023 წლის 28-29 ივნისს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას „Impact in the Neighborhood. Catalyzing change through investments and policy.

 

კონფერენციის მიზანია

 

სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების (social impact investing) მიდგომის პოპულარიზაციით.

ინვესტიცია გავლენისათვის (impact investing) მიდგომა გულისხმობს ისეთი ორგანიზაციების გრძელვადიან და საჭიროებებზე მორგებულ მხარდაჭერას, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების შექმნა, მეორე მხრივ, გარკვეული ფინანსური მოგების მიღება.

ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა ფინანსური სისტემების ცვლილებებზე, სოციალური ეკონომიკის განვითარებისა და  სოციალური მეწარმეობის მდგრადი განვითარების გზებზე სადისკუსიოდ და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის.

 

ვინ არიან მონაწილეები?

 

კონფერენციას დაესწრება 150-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებიდან.

სტუმრები არიან კორპორაციული სოციალური ინვესტორები (მაგ. კორპორაციული ფონდები, გავლენის ფონდები, გავლენის აქსელერატორები, სოციალური ბიზნესები), კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროფესიონალები, ბიზნეს და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, გავლენის ინვესტორები, კორპორაციული ფილანტროპიითა და სოციალური ინვესტირების თემებით დაინტერესებული პირები.

 

რას ეხება კონფერენცია?

 

კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ წარმატებებსა და წარუმატებლობზე ფინანსური და სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემების მშენებლობაში, მათ შორის, კონფლიქტურ და რთულ სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. ისინი ასევე წარმოადგენენ საუკეთესო პრაქტიკასა და ცოდნას 25+ ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინა, პალესტინა, ალჟირი, ტუნისი, ლიბანი, ეგვიპტე, სერბეთი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა და სხვა.

სადისკუსიო თემებია:

  • როგორ ავაშენოთ გავლენის მქონე ეკოსისტემა (impact ecosystem) ნოლიდან;
  • როგორ შევქმნათ სოციალური გავლენის ფონდები და მივცეთ ფინანსებზე წვდომა სოციალური მიზნის მქონე ბიზნესებს - თუნდაც მცირე რესურსების პირობებში;
  • როგორ შევქმნათ გრძელვადიანი კერძო-საჯარო პარტნიორობა კორპორაციებთან, ბანკებთან, მუნიციპალიტეტებთან ან სახელმწიფო ორგანოებთან;
  • პოლიტიკის ჩარჩო მიდგომები სოციალური გავლენის მქონე მეწარმეობის მეტად ხელშესაწყობად;
  • განსხვავებები ტრადიციულ და გავლენის მქონე ინვესტიციებს შორის;
  • გავლენაზე ორიენტირებული ფინანსები სოციალური მეწარმეებისთვის: რას ნიშნავს, რატომ არის მნიშვნელოვანი და რა უნდა გაკეთდეს ახალი საბაზრო რეალობის შესაბამისად?

 

სად გავიგო მეტი და როგორ დავრეგისტრირდე?

პროგრამის, სპიკერებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით

 

პროექტის შესახებ

 

კონფერენცია ხორციელდება ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით, საერთაშორისო პროექტი“თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში. კონფერენციის მასპინძელია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის პარტნიორები ასევე არიან: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.

კონფერენციის მომხსენებლები

რობერტა ბოსურგი ევროპის ვენჩურული ფილანთროპიის ასოციაციის (EVPA) აღმასრულებელი დირექტორია.

რობერტა ბოსურგი ევროპის ვენჩურული ფილანთროპიის ასოციაციის (EVPA) აღმასრულებელი დირექტორია.

მას აქვს მულტისექტორული პარტნიორობის მოდელების შექმნისა და დანერგვის, ასევე სოციალური საწარმოების ეკოსისტემის ბიზნესმდგრადობის შენების უდიდესი გამოცდილება. რობერტა სტრატეგიული ხედვის ლიდია, მისთვის დამახასიათებელი ინკლუზიური ლიდერობის სტილითა და 20 წელზე მეტი საერთაშორისო კორპორაციული მენეჯმენტის საკონსულტაციო გამოცდილებით. ბოსურგი კონფერენციაზე „Impact in the Neighbourhood“ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციის კონცეფციასთან დაახლოების გზებზე ისაუბრებს.
ერიკ ბაკენსი „Impact in the Neighbourhood“ სპიკერია

ერიკ ბაკენსი „Impact in the Neighbourhood“ სპიკერია

ერიკ ბაკენსი, ABN AMRO-ს დირექტორი და ABN AMRO Social Impact Investments-ის ხელმძღვანელი, ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლის და საქართველოში პირველად გამართულ, გავლენაზე ორიენტირებული ინვესტიციების კონფერენციაზე გაგვიზიარებს, თუ როგორ შეიძლება ბანკებმა ხელი შეუწყონ გავლენის ეკოსისტემის ფორმირებას ისეთ სფეროებში, სადაც სხვებს ნაკლებად სურთ შესვლა.
ფლორიან ოტი - ავსტრია, Erste Group Bank AG, სოციალური ბანკის განვითარების მენეჯერი

ფლორიან ოტი - ავსტრია, Erste Group Bank AG, სოციალური ბანკის განვითარების მენეჯერი

ფლორიან ოტი, 15-წლიანი გამოცდილებით, საერთაშორისო საბანკო და საკონსულტაციო სფეროს პროფესიონალია. დღეს, ის Erste Group-ს წარმოადგენს და სოციალური ბანკინგის განვითარების მხარდამჭერ სოციალურ ორგანიზაციებში, დამწყებ მეწარმეებსა და სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფ, მოწყვლად ჯგუფებთან ფინანსური შესაძლებლობებისა და სოციალური ინკლუზიის გაძლიერებისთვის მუშაობს. გავლენის ეკოსისტემაში როგორ ტრანსფორმირდება სოციალური საბანკო ინვესტიცია გონივრულ ფსონად, ფლორიან ოტი საქართველოში პირველად გამართულ „Impact in the Neighbourhood“-ის სტუმრებთან ერთად განიხილავს.
ბიორნ ვენემა - Social Finance NL, თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი

ბიორნ ვენემა - Social Finance NL, თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი

ბიორნ ვენემა საჯარო სექტორში გავლენის ინვესტირების ინოვაციურ შესაძლებლობებს ქმნის და აქვს ისეთ ორგანიზაციებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება, როგორიცაა ABN AMRO Social Impact Fund, Social Finance UK და Monitor Deloitte. ბიორნი სექტორთა შორის პარტნიორობითა და ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების დანერგვით, ნიდერლანდებში სოციალური გამოწვევების დაძლევას ცდილობს. ხელისუფლებასთან გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირებისთვის შექმნილი ალიანსი გამოწვევაა თუ შესაძლებლობა - ბიორნ ვენემა გამოცდილებას „Impact in the Neighbourhood“-ზე გაგვიზიარებს.
ელემერ ესტერი - “IMPACT VENTURE”, მმართველი პარტნიორი

ელემერ ესტერი - “IMPACT VENTURE”, მმართველი პარტნიორი

ელემერ ესტერი უნგრეთის სოციალური გავლენის ინვესტორთა ასოციაციის თანადამფუძნებელია და ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის პირველ სოციალური გავლენის ფონდს მართავს. იგი, ასევე, Portus Buda Group FMC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა, რომლის მიზანიც გარე ინვესტორების მიერ დაბანდებული ფონდების მაქსიმიზაცია და იმ მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაა, რომლებიც უნგრეთისთვის მნიშვნელოვან საექსპორტო შემოსავალს ქმნიან. რა გავლენა აქვს მდგრადი ეკოსისტემის მშენებლობას, მათ შორის, თავად ინვესტორებისთვის, საკუთარ გამოცდილებას ელემერ ესტერი კონფერენციაზე „Impact in the Neighborhood“ გაგვიზიარებს.

კონფერენციის სესიები

   

ორგანიზატორები და პარტნიორები

მედია მხარდამჭერები

გაიგეთ მეტი ღონისძიების შესახებ

Impact in the Neighbourhood Catalysing change through investments and policy 28-29 June 2023 | Tbilisi, Georgia