სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

საჯარო ლექცია გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" (CSRDG) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ლუჩიანო ბალბოს საჯარო ლექციას "ინვესტირება გავლენისათვის - ევროპული გამოცდილება და ტენდენციები" კავკასიის უნივერსიტეტში უმასპინძლა. 
 
ლუჩიანო ბალბო კერძო კაპიტალის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, იტალიაში გავლენის საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიის Oltre Venture დამფუძნებელია.
 
ლუჩიანომ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს თავის გამოცდილება გაუზიარა იტალიაში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების (Impact Investing) საკითხებზე. საჯარო ლექციაზე ასევე განხილული იყო: გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების არსი (impact investing), რატომ ინვესტირება გავლენისათვის? გავლენის ფონდების საქმიანობა და მსხვილი ბიზნესის როლი მდგრადი დადებითი გავლენის შექმნაში და ა.შ.
 
ლუჩიანო ბალბო საქართველოში CSRDG-ს ინიციატივითა და EVPA-ს მხარდაჭერით 29-30 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. სტუმარი სოციალური საწარმოების B2B გამოფენის ფარგლებში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასს გაუძღვა. 
 
ლექცია გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანთროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) ხელშეწყობით.