სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

 

შეხვედრების შესახებ

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში და გახდნენ ცვლილებების ინიციატორები.

CSRDG-მ სოციალური მეწარმეობისა და კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაციის უკეთ გასაცნობად ბათუმსა და ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების კარიერისა და სამომავლო საქმიანობის მხრივ სოციალური მეწარმეობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მოწვეულმა სოციალურმა მეწარმეებმა კი სტუმრებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

პროგრამის მიზანი

  • ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა 
  • ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით
  • ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათი წახალისება ფინანსური მხარდაჭერით (750 EUR) თავიანთ რეგიონებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით
  • ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით

პროგრამის შესახებ

პროგრამა მოიცავს სოციალური მეწარმეობის შესახებ საზაფხულო სკოლასა და პროექტების კონკურსს. საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები ახლოს გაეცნობიან სოციალურ მეწარმეობას. სკოლის შემდეგ, კი ჩაერთვებიან პროექტების კონკურსში, რომლის შედეგადაც გამოვლინდება 5 გამარჯვებული ახალგაზრდა ელჩი. ელჩები მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ სოციალური მეწარმეობით მეტი ადამიანის დაინტერესებაზე. საუკეთესო ელჩი დაჯილდოვდება განსაკუთრებული პრიზებით.

 

პროგრამაში მონაწილეობის ხარჯები სრულად დაფინანსებულია ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით.

რეგისტრაცია

განაცხადები მიიღება 15 მაისამდე. 

დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

საინფორმაციო შეხვედრები

მორიგი შეხვედრა მარნეულში, 3 მაისს, 14:00 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება.

ონლაინ Zoom შეხვედრა - 5 მაისი, 14 საათი   

 

პროექტის შესახებ

პროგრამა პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია და ახალგაზრდობის სააგენტო.