სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში

მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების კარიერისა და სამომავლო საქმიანობის მხრივ სოციალური მეწარმეობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, მოწვეულმა სოციალურმა მეწარმეებმა კი თავიანთი გამოცდილება გააზიარეს.

პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, რეგიონებიდან შეირჩევა სოციალური მეწარმეობის 5 ახალგაზრდა ელჩი, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას და თანამოაზრეებთან ერთად იმუშავებენ სოციალური მეწარმეობით მეტი ადამიანის დაინტერესებაზე. 

პროგრამას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით ახორციელებს.