სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

საგრანტო კონკურსის შესახებ შეხვედრები

შეხვედრები რეგიონებში

დამწყები სოციალური საწარმოებისთვის საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია 20 აპრილს სრულდება.

კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით CSRDG-მ ბათუმში, ოზურგეთში, ახალციხეში, ყვარელში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში შეხვედრები გამართა. 

შეხვედრებზე განიხილეს სოციალური მეწარმეობის მიზნები, სოციალური გავლენის დაგეგმვა და მართვა, სოციალური საწარმოს ბიზნეს კომპონენტის განვითარების შესაძლებლობები, საგრანტო კონკურსის ტექნიკური დეტალები და სხვა საინტერესო საკითხები.

დაინტერესებული პირებისთვის ასევე გაიმართა 2 ონლაინ შეხვედრა. 

კონკურსის შესახებ დეტალურად

 

საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში", რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა EVPA, ხოლო პარტნიორები: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.