სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

საგრანტო კონკურსი შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის

სოციალური საწარმოების საგრანტო კონკურსი

კონკურსის შესახებ

 
 
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების (WISE) საგრანტო კონკურსს.
 
კონკურსის მიზანია იმ სოციალური საწარმოების მხარდაჭერა და განვითარება, რომლებიც ასაქმებენ შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგნელებს.
 
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შრომითი ინტეგრაციის მქონე როგორც მოქმედ საწარმოებს ასევე, სოციალური საწარმოს შექმნით დაინტერესებულ საინიციატივო ჯგუფებს - კახეთის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან.
 

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 14 000 ევროს.

საგრანტო კონკურსში მონაწილოების მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5% -იანი ფინანსური თანამონაწილეობა.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა

 

2022 წლის 30 სექტემბერი, 18:00 სთ, ელექტრონულად: social.enterprise.ge@gmail.com
 
გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: სოციალური საწარმოს განაცხადი
 
საკონსულტაციოდ შეგიძლიათ მიმართოთ ანა ილურიძეს - სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის პორტფელის მენეჯერს - ekaterine.iluridze@csrdg.ge
 

დეტალური ინფორმაცია და განაცხადების ფორმა

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თანდართულ დოკუმენტაციას

 
 
 

პროექტის შესახებ

 
 
საგრანტო კონკურსი ცხადდება, ევროკავშირის და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად