ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით აცხადებს საგრანტო კონკურსს, მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის.
"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია 2009 წლიდან მუშაობს სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე, რაც მოიცავს ფინანსურ და ტექნიკური მხარდაჭერას, პოპულარიზაციასა და ადვოკატირება-ლობირებას.
წინამდებარე კონკურსი მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს მოქმედ სოციალურ საწარმოებს ეფექტურად დაძლიონ კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამოიმდინარე წარმოქმნილი პრობლემები, შეიმუშაონ და განახორციელონ სოციალური ბიზნესის განვითარების ახალი და ინოვაციური მიდგომები, რომელიც შესატყვისი იქნება სოციალური საწარმოს რეალურ საჭიროებებთან.
საგრანტო კონკურსი ეხმიანება კოვიდ 19 პანდემიის ფონზე გაჩენილ ახალი შესაძლებლობებს ორი ძირითადი მიმართულებით:
- სოციალური საწარმოს განვითარება - რაც გულისხმობს საწარმოს პროდუქტის ან მომსახურების დახვეწას, ახალი მიდგომით საქმიანობის გაგრძელებას, ტექნოლოგიურ და ინტერნეტ სივრცის გამოყენებას, სამუშაო პროცესში ცვლილებების შეტანას და ა.შ;
- სოციალური საწარმოს გაფართოვება - რაც გულისხმობს ახალი პროდუქტის/მომსახურების შექმნას, ახალი რეგიონის ათვისებას, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და ა.შ.
სააპლიკაციო დოკუმენტაცია
- SE საგრანტო კონკურსის დეტალური ინფორმაციის ჩამოსატვირთად
- სრული სააპლიკაციო განაცხადის ჩამოსატვირთად
- საგრანტო კონკურსის ფინანსური ფორმის ჩამოსატვირთად
განაცხადის შემოტანა
საპროექტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 დეკემბერი, 18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის
საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან ჩატარდება ონლაინ Zoom- პლატფორმის გამოყენებით 7 დეკემბერს 12:00 საათზე.
დაინტერესებული პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ არაუგვიანეს 6 დეკემბრისა (დააწკაპეთ აქ)