სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

რეგისტრაცია ტრენინგზე „გავლენის გაზომვა და მასშტაბების ზრდა“

ტრენინგ-კურსის შესახებ

შესაძლებლობა სოციალური მეწარმეებისთვის!

 

გიწვევთ თქვენი საწარმოს სოციალური გავლენის გაზომვისა და მართვის ინტენსიურ პრაქტიკულ კურსზე. ტრენინგის მიზანია, მიაწოდოს სოციალურ მეწარმეებს სოციალური გავლენის შეფასებისა და მართვის შესახებ ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები.

ტრენინგ-კურსის „გავლენის გაზომვა და მასშტაბების ზრდა“ გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

  • განსაზღვროთ სოციალური საწარმოს სოციალური შედეგები და გავლენა;
  • შეიმუშაოთ სოციალური გავლენის შეფასებისა და მართვის გეგმა;
  • განსაზღვროთ სოციალური შედეგების ინდიკატორები და მათი გაზომვის ინსტრუმენტები;
  • წარმოაჩინოთ მიღწეული შედეგები დაინტერესებულ მხარეებთან;

 

ტრენინგის თემებია:

 

  • შესავალი გავლენის გაზომვასა და მართვაში: რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური გავლენის გაზომვა?
  • გავლენის გაზომვის პრინციპები, ტექნიკები და მექანიზმები;
  • პრობლემების იდენტიფიცირება და ცვლილების თეორიის შემუშავება;
  • დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • ცვლილების თეორიის შემუშავება;
  • ინდიკატორების განსაზღვრა;
  • სოციალური შედეგებისა და გავლენის შეფასების მეთოდები;
  • სოციალური გავლენის გაზომვის საერთაშორისო  მაგალითები;
  • როგორ გავზარდოთ სოციალური გავლენის მასშტაბი?

 

 

ტრენერის შესახებ

 

ტრენინგებს გაუძღვება ბელგიელი ექსპერტი - თომას დე გრუთი.

თომას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშულ სფეროში. ის საშუალებას მოგცემთ გაიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება და მიიღოთ მეტი ინფორმაცია თქვენი საქმიანობის შედეგების სწორად და ეფექტურად გაზომვის შესახებ. 

ტომას დე გრუთს აქვს მუშაობის გამოცდილება სამოქალაქო საზოგადოებაში, როგორც კოორდინატორსა და პოლიტიკის ექსპერტს სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციებისათვის. ის მოღვაწეობს სოციალური მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. 2015 წლიდან თომასი მუშაობს ბელგიაში, სოციალური ინოვაციების ქარხანაში ინოვაციური სოციალური საწარმოების ინკუბაციასა და აქსელერაციის საკითხებზე. მისი საქმიანობის ფოკუსია სოციალური გავლენის განსაზღვრა და მართვა. თომასი კოორდინაციას უწევდა პირველად სამოქმედო კვლევებს აღნიშნულ საკითხებზე, ქმნიდა ინსტრუმენტებს გავლენის მართვისთვის როგორც სოციალური საწარმოების, ასევე სოციალური ინვესტორების დონეზე.

 

ტექნიკური დეტალები

 

ტრენინგები ჩატარდება თბილისში, 2023 წლის 24-26 აპრილს.

გთხოვთ, ტრენინგებზე დასასწრებად შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 12 აპრილის 18:00 საათამდე.

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს 12 აპრილის 18:00 საათამდე

თარგმანი ინგლისურიდან ქართულად უზრუნველყოფილია.

კვებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად დაფარულია.

გაითვალისწინეთ: ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. სოციალური საწარმოების შერჩევა მოხდება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით: საწარმო უნდა საქმიანობდეს, იყოს აქტიური და ჰქონდეს გარკვეული მცდელობები/ინტერესი გავლენის გაზომვის მიმართულებით.

 

პროექტის შესახებ

 

ტრენინგ-კურსი ტარდება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ღონისძიებას  CSRDG პროექტის პარტნიორთან EVPA-სთან ერთად ახორციელებს.