სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ნომინაცია "წლის სოციალური საწარმო 2020" გამოცხადდა!

სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმი, მიმდინარე წელს, გაიმართება 19 ნოემბერს - სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს. ფორუმის ფარგლებში ყოველწლიურად გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში “წლის სოციალური საწარმო”.მასში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოები იღებენ. გამარჯვებულს კი, ფორუმის მონაწილეები გამოავლენენ.

 

„წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაციაში მონაწილეობის უფლება აქვს, საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოს, რომელიც საქმიანობის, სულ მცირე, ერთწლიან წარმატებულ და უწყვეტ გამოცდილებას ფლობს; 2018 და 2019 წლის ნომინაციაში გამარჯვებულ სოციალურ საწარმოებს მიმდინარე წელს კონკურსში მონაწილეობას მიღების უფლება არ აქვთ.

 

"წლის სოციალური საწარმოს მხარდამჭერი", საქართველოს ბანკი ნომინაციაში გამარჯვებულ საწარმოს გადასცემს 4000₾-ს.

 

დამატებითი ინფორმაცია ნომინაციის და მასში მონაწილეობის შესახებ ხელმისაწვდომია ფორუმის ახლადშექმნილ პლატფორმაზე www.seforum.ge