სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ლუჩიანო ბალბოს მასტერკლასი ბიზნეს სექტორისთვის

მასტერკლასი: "როგორ ვაქციოთ ინვესტირება გავლენად?"

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გიწვევთ კერძო კაპიტალის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, იტალიაში გავლენის საინვესტიციო ფონდების მმართველი კომპანიის Oltre Venture დამფუძნებლის ლუჩიანო ბალბოს მასტერკლასზე 30 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში.

ლუჩიანო გაგვიზიარებს იტალიაში გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების (Impact Investing) საკითხებზე თავის გამოცდილებას, ასევე ისაუბრებს საერთაშორისო პრაქტიკასა და თანამედროვე ტენდენციებზე.

ღონისძიება ტარდება სოციალური საწარმოების B2B გამოფენის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში იმართება.

მასტერკლასზე დასწრების შემდგომ, CSRDG გიმასპინძლებთ გამოფენაზეც, სადაც ერთ სივრცეში გაეცნობით 50-მდე სოციალური საწარმოს პროდუქციასა და სერვისს. 

 

ლუჩიანო ბალბოს შესახებ

 

იტალიაში 20 წელზე მეტია კერძო კაპიტალის სფეროში მოღვაწეობს. იგი გახლავთ B&S Private Equity-ს თანადამფუძნებელი   და იტალიაში პირველი ვენჩურული ფილანტროპიის ფონდის Fondazione Oltre-ს დამფუძნებელი. ლუჩიანო ასევე არის ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) ერთ-ერთი დამფუძნებელი. ლუჩიანოს საქმიანობა ბოლო პერიოდში უკავშირდება Oltre Venture-ს, რომელიც გავლენის საინვესტიციო ფონდების მმართველ კომპანიას წარმოადგენს. Oltre Venture-მა უკვე მოიზიდა ორი ფონდი, ჯამურად 55 მილიონ ევრომდე, ახლა კი მესამე ფონდის მოზიდვის პროცესშია, რომლის სამიზნე თანხა 100 მილიონი ევროა. Oltre Venture ინვესტირებას ახდებს ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში და ხელს უწყობს ისეთი მოდელების/გადაწყვეტილებების განვითარებას, რომლებიც მომხმარებლისთვის მეტად ეფექტური და ხელმისაწვდომია, ცვლის მთელს ინდუსტრიას და დადებით გავლენას ახდენს მთელს საზოგადოებაზე.

 

რეგისტრაცია

 

მასტერკლასზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 25 სექტემბრამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

მასტერკლასი ხორციელდება საქართველოში პირველი გავლენის ფონდის "აქციოს" ორგანიზებით. აქციოს მიზანი სოციალური საწარმოების გაძლიერებაა და ის დაფუძნდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) ხელშეწყობით, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ფარგლებში.