სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

Impact for Breakfast - შეხვედრა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან

გამოცდილების გაზიარება სოციალური საწარმოების ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებზე

CSRDG-ს ორგანიზებით საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრა გავლენის ინვესტორების წრეებში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფორმატით "Impact for Breakfast" ჩატარდა, რომელიც არაფორმალურ გარემოში ინვესტირების და გავლენის მიმართულებით გამოცდილებების გაზიარების კარგ შესაძლებლობას ქმნის.
 
პოლონეთიდან მოწვეულმა სტუმარმა, მიჰალ რაძივილმა (Michal Radziwilli) ბანკებისა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ევროპული მიდგომები და საფინანსო სექტორში სოციალური ეკონომიკის განვითარების ტენდენციები გააცნო.
 
შეხვედრაზე ასევე სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მიდგომებსა და ფინანსური ინსტიტუტების როლზე ისაუბრეს.
 
მიჰალ რაძივილი საქართველოში პირველი გავლენის ფონდის „აქციოს“ პრეზენტაციის ფარგლებში იმყოფებოდა. ის პოლონეთში სოციალური მეწარმეობისა და სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების პიონერია. მისი ხელმძღვანელობით გავლენის ფონდმა TISE შექმნა პოლონეთში ერთ-ერთი პირველი სესხის პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო სოციალური საწარმოების მხარდაჭერისათვის.
 
ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც EVPA-ს ლიდერობით მიმდინარეობს.