სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

იდეების კონკურსი - სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით აცხადებს „იდეების კონკურსს“ სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.

სოციალური მეწარმეობა - ბიზნესი სოციალური მისიით - საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.

საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.

სოციალური მისიის მქონე, ინოვაციური ბიზნეს იდეის ავტორებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 2 ეტაპიან საგრანტო კონკურსში და საკუთარი იდეა აქციონ რეალობად.

I ეტაპი - იდეების კონკურსი

იდეების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;

  • საინიციატივო ჯგუფებს;

  • კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სოციალური საწარმოს იდეის ინიციატორი და განმახორციელებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ  მცირე 2 წევრისაგან შემდგარი გუნდი, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს.

საგრანტო დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია როგორც პროდუქტის/სერვისის მწარმოებელი სოციალური საწარმოს აგრეთვე სოციალური სერვისის მიმწოდებელი სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად.

კონკურსანტებმა თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში უნდა დაასაბუთონ წარმოდგენილი იდეის ინოვაციურობა, სიცოცხლისუნარიანობა და შესაბამისობა საგრანტო კონკურსის პირობებთან.

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2017 წლის 23 თებერვალი, 18:00 სთ

განაცხადების მიღების ვადის დასრულების შემდეგ, საგრანტო კომისიის მიერ განაცხადების პირველადი გადარჩევის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ საკუთარი იდეის პრეზენტაციისთვის.

მოწვეულ კანდიდატებს შორის, კონკურსის შედეგად შეირჩევა 16 საუკეთესო იდეის ავტორი ჯგუფი (თითოეულ ჯგუფში უნდა იყოს 2 მონაწილე) საქართველოს მასშტაბით. შესაბამისად, კონკურსში ჩაერთვება 32 მონაწილე;

II ეტაპი - საგრანტო კონკურსი I ეტაპზე გამარჯვებულებს შორის

„იდეების კონკურსის“ შედეგად შერჩეული კონკურსანტები გაივლიან “სოციალური მეწარმეობის განვითარების ლაბორატორიის“ სპეციალურად მათთვის შემუშავებულ, ინტენსიური ტრენინგების კურსს, რომელიც დაეხმარებათ:

  • შეიძინონ სოციალური საწარმოს განვითარებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნა და უნარები;

  • „სოციალური  მეწარმეობის  განვითარების  ლაბორატორიის“ ექსპერტთა  გუნდის დახმარებით განავითარონ საკუთარი ბიზნეს გეგმები;

  • მოიპოვონ საგრანტო დაფინანსება.

ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტები წარმოადგენენ სოციალური საწარმოს სრულყოფილ ბიზნეს გეგმებს.

საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დასაფინანსებლად შეირჩევა 4 ან 5 საუკეთესო ბიზნეს გეგმა.

საპროექტო   განაცხადების    წარმოდგენა  შესაძლებელია ელექტრონულად, ელ-ფოსტის საშუალებით,  მისამართზე: apply@csrdg.ge

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა: 2017 წლის 23 თებერვალი, 18:00 სთ დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

კონცეფციის განაცხადების მიღების პერიოდში, ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. საკონსულტაციო შეხვედრაზე დასარეგისტრირებლად მინიმუმ 2 დღით ადრე დაგვიკავშირდით:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, ტელ: (+995 32) 2399019/18, საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი 

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ქუთაისი, გრიშაშვილის მე-4   შესახვევი, # 3,   ტელ: (+995 431) 251330; საკონტაქტო პირი: მარიამ კლდიაშვილი

დეტალური ინფორმაციისთვის კონკურსის პირობების, საკონსულტაციო შეხვედრების ქალაქების და თარიღების და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ჩამოტვირთეთ მიმაგრებული დოკუმენტები.