სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

იდეების კონკურსი პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და საქართელოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, აცხადებს სოციალური საწარმოს დაფუძნების  იდეების კონკურსს, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ ინტერესი ან/და უკვე მუშობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან.

საგრანტო კონკურსის მიზანი

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების  დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერების და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით. 

იდეების კონკურსი ცხადდება ორი მიმართულებით:

  • ლოტი 1.  ყოფილი მსჯავრდებულების და პრობაციონერების ინტეგრაციის  და დასაქმების ხელშეწყობა.

  • ლოტი 2. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და დასაქმება #16 პენიტენციურ დაწესებულებაში. 

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“   ფარგლებში.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

26 ოქტომბერი 2017 წელი, 18:00 სთ.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ საგრანტო განაცხადის სახელმძღვანელო

განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს თანდართული განაცხადის ფორმის შესაბამისად არასრულად, განსხვავებული ფორმით შევსებული და დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.

განაცხადის ფორმის ჩამოსატვირთად იხილეთ ბმული.

დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტებისთვის.

კონკურსის I ეტაპზე, 11 ოქტომბერს   ჩატარდება:

  • სემინარი სოციალურ მეწარმეობასა და სამიზნე ჯგუფთან მუშაობის სპეციფიკაზე;

  • საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან;

სემინარი დაიწყება 12:00 სთ-ზე, ხოლო საკონსულტაციო შეხვედრა 14:30 სთ-ზე; „საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფისში,  მის:  შ. დადიანის ქ. #2;

დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით არაუგვიანეს 8 ოქტომბრისა: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, თბილისი, დელისის I შესახვევი 5ა,  ტელ: +995 32 2399019/18.

საკონტაქტო პირი: ანა ილურიძე.

სატელეფონო კონსულტაციის მიღება შესაძლებელია სამუშაო დღეებში, დილის 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.