სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

გავლენის ინვესტორთა კლუბის პირველი შეხვედრა

სოციალური გავლენის ფონდის შესახებ

CSRDG-ს ინიციატივით საქართველოში პირველი გავლენის ფონდი იქმნება.

ფონდი სოციალური საწარმოების გაფართოებასა და სოციალური გავლენის მასშტაბების ზრდაზე იქნება ორიენტირებული.

 

პოტენციურ გავლენის ინვესტორებთან შეხვედრა 

აღნიშნულ თემაზე, საქართველოში ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციისა (EVPA) და CSRDG-ს წარმომადგენლები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და პოტენციურ გავლენის ინვესტორებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო

  • სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება
  • საქართველოში პირველი სოციალური გავლენის ფონდის კონცეფციის გაცნობა
  • გავლენის ინვესტორთა კლუბის დაარსება
  • ფონდის პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვეთა

შეხვედრას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები და ინდივიდუალური ინვესტორები დაესწრნენ.

პროექტის შესახებ

გავლენის ფონდი ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" ფარგლებში იქმნება.

იმავე საკითხზე იხილეთ EVPA-ს ვებგვერდი

მულტიმედია

მულტიმედიის სანახავად ეწვიეთ

ინტერვიუ

სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების მნიშვნელობასა და გავლენის ფონდის შესახებ ბიზნეს პარტნიორს EVPA-ს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მენეჯერი ევა კონჩალი ესაუბრა