სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის

საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის

CSRDG აცხადებს საგრანტო კონკურსს სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფი და/ან ახალი სოციალური საწარმოების დაფუძნების მსურველებისთვის!

კონკურსში ჩართვა შეუძლია დამწყებ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

2022 წლის 28 აპრილი, 18:00 სთ.

საკონსულტაციო შეხვედრები

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით 28 მარტს 11:00 საათზე და 11 აპრილს 11:00 საათზე.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ ბმულზე

დეტალური ინფორმაცია და საგრანტო კონკურსის განაცხადები

1.კონკურსის სახელმძღვანელო წესები

2. განაცხადის ფორმა

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: დამწყები სოციალური საწარმოს განაცხადი.

პროექტის შესახებ

საგრანტო კონკურსი ცხადდება პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო (YAG).