სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

EVPA-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი თბილისში

ვიზიტის შესახებ

22-24 მარტს, CSRDG-მ თბილისში ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის (EVPA) წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო

  • სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის თანამედროვე მიდგომის „სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების“ შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება
  • საქართველოში პირველი სოციალური გავლენის ფონდის კონცეფციაზე მუშაობის დასრულება
  • გავლენის ინვესტორთა კლუბის დაარსება და გავლენის ფონდის პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრა
  • სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე მიმდინარე ადგილობრივი პროექტის პარტნიორებთან შეხვედრა, განხორციელებული საქმიანობების შეჯამება და თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოკვეთა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს კომპანიების, ასევე ევროკავშირისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

პროექტის შესახებ

ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში.

ფოტოგალერეა 

ფოტოგალერეის სანახავად ეწვიეთ