სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ხშირად დასმული კითხვები

  • სოციალური საწარმოები უნდა ზომავდნენ სოციალურ შედეგებს რამდენიმე მიზეზის გამო, ესენია:

    საქმიანობის შესახებ ფაქტობრივი ინფორმაცია

    • იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ აღწევენ თავიანთ უპირველეს მიზანს: კერძოდ, რომ მათ საქმიანობას აქვს პოზიტიური სოციალური შედეგები. მათი საქმიანობა, პროდუქტები და სერვისები, რომელთაც ისინი აწვდიან მომხმარებელს, რეალურად ახდენს ცვლილებებს
    • საწარმოს ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რომ სამუშაოს, რომელსაც ისინი აკეთებენ, ნამდვილად მოაქვს შედეგი
    • კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან: იმისთვის, რომ მოახდინონ ამ შედეგების ეფექტური კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ პირთან, საჭიროა საკუთარი შედეგების ნათლად წარმოჩენა
    • ფაქტებით საუბარი: დამფუძნებლებისთვის, ინვესტორებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის სოციალური საწარმოს მნიშვნელობაზე ფაქტობრივი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა მათ უკეთ დაინახონ, რომ საწარმოს სისრულეში მოჰყავს დასახული მიზნები და მხარეებს შორის შედგეს ნაყოფიერი პარტნიორული თანამშრომლობა

    დაფინანსების მოპოვება და შენარჩუნება

    • სოციალური საწარმოს ან ორგანიზაციის დამფინანსებლები, ინვესტორები, ასევე, სოციალური საწარმოს მფლობელი ორგანიზაციები (ამ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები) ინვესტირებას ახორციელებენ არსებული სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად. პრობლემაში გარკვეული პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად. დამფინანსებელი მხარეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ ინვესტირებულ თანხას, სულ მცირე, ნომინალური შედეგი მოაქვს. დამფინანსებლებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ, ხშირად, მაღალი რისკისა და დაბალი ფინანსური უკუგების სანაცვლოდ, რომელიც მათ გაიღეს, მაღალია ინვესტიციების სოციალური სარგებელი.

    მართვის გაუმჯობესება

    • გავლენის შეფასება გამოიყენება როგორც მართვის ინსტრუმენტი. შედეგების გაზომვა აჩვენებს, თუ რამდენად შეესაბამება ორგანიზაციის საქმიანობა მისიას და ეთმობა თუ არა საწარმოს მხრიდან სათანადო ყურადღება სოციალურ შედეგებს. მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია ბიზნეს გეგმაში რელევანტური ცვლილებების განხორციელება, თუ იგი სასურველ სოციალურ შედეგს მოიტანს. ასევე, შეფასება იძლევა შესაძლებლობას საწარმომ რეგულარულად გააუმჯობესოს სერვისები და პროდუქტები, ისევე, როგორც ორგანიზაციული პროცესები.

segeorgia.org