სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

„ესკი“ - მეტი ვიდრე მაღაზია: ადგილი, სადაც შენაძენი ნიშნავს ზრუნვას ადამიანებსა და გარემოზე

„ესკის“ ვიზიტორების 60% უცხოელები არიან - ქართველი სოციალური მეწარმეების ისტორიებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იცნობენ

როგორ ქმნის ერთი სივრცე სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის ეკოსისტემას საქართველოში? როგორ ხდება მაღაზია ის ადგილი, სადაც შენაძენით შეგიძლია არა მხოლოდ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს დაეხმარო, არამედ მდგრად განვითარებასაც შეუწყო ხელი? „ესკი“ ამის ნათელი მაგალითია – სოციალური კონცეფციის პირველი მაღაზია საქართველოში, რომელიც უკვე სამი წელია ზრუნავს იმ ადამიანებზე, ვინც სოციალური მიზნებით ქმნის ღირებულ პროდუქტს.

 

მეწარმეობა, როგორც ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზა

 

„ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მეწარმეობით დაინტერესება,“- ამბობს სალომე კუსიანი, სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკის“ ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ „მეწარმეობა, როგორც ტრადიციული, ასევე სოციალური მიმართულებით, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანმა თავი თვითრეალიზებულად იგრძნოს, არ იყოს ფინანსურად სხვაზე დამოკიდებული და შექმნას ეკონომიკური დოვლათი. სოციალური მეწარმეობა კი დამატებით პლატფორმას აძლევს სოციალურ ღირებულებებზე ორიენტირებული იდეების გასაზიარებლად,“ - განმარტავს ის.

 


 

მისი მოსაზრით, „ესკის“ მისია გაცილებით მეტია, ვიდრე პროდუქციის რეალიზაცია: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში ავამაღლოთ ცნობიერება სოციალურ საწარმოებსა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე. გვჯერა, მათში არის პოტენციალი იმისა, რომ თავადვე დაიწყონ სოციალური მეწარმეობა.“

 

„ესკი“ – პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზია საქართველოში

 

2022 წელს თბილისში გაიხსნა პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზია – „ესკი“, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სოციალური საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქცია. თუმცა, როგორც სალომე კუსიანი იხსენებს, ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა აღმოჩნდა.

 


 

სოციალური მეწარმეობა, როგორც ცალკე არსებული სექტორი, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია ვითარდება. ანუ, მას არსებობის საკმაოდ ხანმოკლე ისტორია აქვს. ამიტომ, როდესაც 2022 წელსესკიდავაარსეთ საწყის ეტაპზე, საკმაოდ დიდ გამოწვევებს წავაწყდით ცნობიერების ნაწილში -  არ იყო მარტივი მომხმარებლის დაინტერესება. გვიწევდა ახსნა, რა არის სოციალური მეწარმეობა, ვინ არიან სოციალური მეწარმეები და რა მნიშვნელობის არის აქ შეძენილი პროდუქცია. ამის ახსნა, ხშირად, დღესაც გვიწევს. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი საქმიანობის სამმა წელმა შედეგი ნამდვილად გამოიღო და ეს მომხმარებლებთან ინტერაქციის დროს ძალიან კარგად ჩანს.

ადგილობრივი მომხმარებლების დიდი ნაწილი მუდმივად გამოხატავს დადებით შეფასებებს და გაოცებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მაღალი ხარისხის პროდუქცია იქმნება საქართველოში, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა და არ აზიანებს გარემოს. რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებლები ამ სოციალურად პასუხისმგებლიანი შენაძენით აძლიერებენ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებენ. ამიტომ, წლიდან წლამდე მზარდია ქართველი მომხმარებლების ინტერესი სოციალური საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქციის მიმართ. მეტიც, ისინი ერთხელ თუ გააკეთებენ ჩვენთან შენაძეს, ხშირ შემთხვევაში, უკან მალევე ბრუნდებიან და საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრად სასურველ ნივთებს არჩევენ.

ამჟამად, ჩვენი მაღაზია თავს უყრის 30-მდე სოციალური საწარმოს 650-ზე მეტი დასახელების ნივთს. ჩვენთან წარმოდგენილ თითოეულ ნივთს სოციალური დატვირთვა აქვს და მისი მომხმარებელი ახლებური იდეის გამზიარებელი ხდება - როდესაც პასუხისმგებლიანი შენაძენით შეგიძლია, სამყარო უკეთესი გახადო და დადებითი გავლენა გქონდეს სხვათა ცხოვრებაზე.

 


 

ჩვენმა მომხმარებლებმა იციან, რომ ამ ნივთების შეძენა ნიშნავს სხვების გაძლიერებას და გარემოზე ზრუნვას. სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულ კავშირს ადამიანებსა და პროდუქციას შორის, - აღნიშნავს სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და სოციალური კონცეფციის მაღაზიაესკისხელმძღვანელი.

 

შედეგები, რომლებიც რეალურ ცვლილებებს ქმნის

 

სალომე კუსიანის ინფორმაციით, საქმიანობის 3 წელში, „ესკიმსოციალური საწარმოებისთვის 250 000-მდე ლარის შემოსავლის გენერირება შეძლო.

„2022 წლიდან დღემდე, „ესკიშისოციალურად პასუხისმგებლიანი შენაძენი გააკეთა 6000-მდე მომხმარებელმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე ამდენივე ადამიანმა გაიცნო ქართველი სოციალური მეწარმეები, მათი პროდუქცია და საქმიანობის დადებითი გავლენა, რაც თითოეულ მათგანს აქვს გარემოსა თუ ადამიანებზე. უკვე მიღწეული ეს შედეგები ნიშნავს იმასაც, რომ მომხმარებლებმა ჩვენთან ერთად იზრუნეს, დაახლოებით, 50-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე, 60-მდე დევნილ და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენელზე, 15-მდე მარტოხელა დედასა და 10-მდე კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალზე, რომლებიც ამ სოციალურ საწარმოებში საქმიანობენ.

 


ცალკე აღსანიშნია ის ფაქტი, რომ სოციალური საწარმოების უდიდესი ნაწილი რეგიონებში მდებარეობს. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ ხოლმე, რომ ჩვენთან მოსულ მომხმარებელს ინფორმაცია მივაწოდოთ თითოეულ ამ ბრენდზე, ვინ რა პროდუქციას ქმნის. ეს რეგიონებში მდებარე საწარმოებისთვის, ცნობადობის თვალსაზრისით, საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. იმ სოციალურ მეწარმეებს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საქმიანობენ, ეგულებათ გარემო, სადაც შეუძლიათ საკუთარი ნაწარმის რეალიზაცია მოახდინონ, გაყიდვების ფართო მასშტაბზე გავიდნენ, ასევე მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად დაამზადონ შეკვეთა, გამოგზავნონესკიშიდა იცოდნენ, რომ ეს ნივთი არ დაიკარგება და გადაეცემა ადრესატს“, - განმარტავს სალომე კუსიანი.

 

საგანმანათლებლო მისია და ახალი თაობა

 

„ესკი“ მხოლოდ პროდუქციის რეალიზაციის სივრცეს არ წარმოადგენს, არამედ მისი კონცეფცია მოიცავს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებასაც.

„ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ სკოლის მოსწავლეებს საჯარო და კერძო სკოლებიდან და ვცდილობთ, ახალგაზრდებში ავამაღლოთ ცნობიერება სოციალურად პასუხისმგებლიან ეკონომიკურ საქმიანობებზე და ზოგადად, მის მნიშვნელობაზე მომავალი მდგრადი განვითარებისთვის.

 „ესკიშიწარმოდგენილი თითოეული ნივთის უკან დგანან ადამიანები მნიშვნელოვანი საზრუნავით. ესენი არიანქალები, რომლებმაც დამოუკიდებელი განვითარების გზა იპოვეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები, ვინც საკუთარი სირთულეები სხვის შესაძლებლობადაც აქციეს, ადამიანთა ერთობა, რომელიც ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაზე ზრუნავს, ასევე ინოვატორები, რომლებიც ეკოლოგიურ საფრთხეებთან გამკლავებას თავის ყოველდღიურ საქმიანობად აქცევენ. ჩვენი მისიაა, მათი ისტორიები მსოფლიოს გავაცნოთ“, - ამბობს სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და სოციალური კონცეფციის მაღაზიაესკისხელმძღვანელი.

 


 

გარდა ამისა, ესკი“ მოიცავს სამუშაო სივრცეს მეწარმეებისთვის, რომელიც დამატებით კომფორტულ გარემოს ქმნის სოციალური მეწარმეებისთვის საქმიანი შეხვედრების გასამართად, თუ გადაღებებისთვის. იმ სოციალურ მეწარმეებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საქმიანობენ, ან თბილისში არ აქვთ შესაბამისად გამართული საწარმოო ფართი, „ესკიეგულებათ გარემოდ, სადაც შეძლებენ ისაუბრონ თავიანთ შედეგებზე, შეხვდნენ მედიას თუ პოტენციურ პარტნიორებს.

 

მრავალფეროვანი აუდიტორია

 

„ესკის“ ვიზიტორების 60% უცხოელები არიან, უმეტესად დასავლეთ ევროპიდან, მათ ისედაც აქვთ ცოდნა, რა მნიშვნელობისა შეიძლება იყოს სოციალურ საწარმოში შეძენილი პროდუქცია, ისინი ამ ნივთებს ისედაც ყიდულობენ დამატებითი ახნის გარეშე. რაც შეეხება ქართველ მომხმარებლებს, მათ შორის ემიგრანტები ჭარბობენ. ის ადმიანები, რომლებიც შვებულების პერიოდში, დროებით ბრუნდებიან სამშობლოში, მოდიან ჩვენთან, რადგან იციან, რომ აქ ეგულებათ გარემო, სადაც საინტერესო ნივთებს აღმოაჩენენ. მათთვის ქართული ნაწარმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რაღაც თვალსაზრისით, სენსიტიურია“, - ამბობს სალომე კუსიანი.

 

Eski.ge – სოციალური იდეის ონლაინ გაგრძელება

 

2023 წელსესკიმშექმნა ონლაინ პლატფორმაeski.ge, რომელიც აერთიანებს ეკომეგობრულ, ხელნაკეთ და სოციალური დატვირთვის მქონე პროდუქტებს.

„პლატფორმა აერთიანებს ადამიანებს, რომლებიც უნიკალურ, ხელნაკეთ და საოცრად დახვეწილ ნივთებს  ქმნიან. შესაბამისად, Eski.ge-ზე შემოსულ დაინტერესებულ პირებს შეხვდებათ ის სოციალური საწარმოები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ ეკოლოგიაზე, თანასწორუფლებიანი, ინკლუზიური სამუშაო პროცესის შექმნაზე“, - განმარტავს სალომე კუსიანი.

„eski.ge -ზე მომხმარებელი არა მხოლოდ ნივთს ყიდულობს, არამედ იდეას იზიარებს. ეს სივრცე კიდევ უფრო მეტად აძლიერებს სოციალურ საწარმოებს, განსაკუთრებით რეგიონებში,“ - ამბობს სალომე.

 


 

მისივე ინფორმაციით, ვებგვერდის შექმნის იდეის მხარდამჭერი, პირველ რიგში, ევროკავშირი იყო, რომელიც საქართველოში სოციალური საწარმოებისა და ზოგადად სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.

„სხვათა შორის, არამხოლოდ ვებგვერდის შექმნის პროცესში, თავად „ესკის“ დაარსების საქმეშიც ძალიან დიდი ფინანსური წვლილი შეიტანა ევროკავშირმა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში,  სოციალურ საწარმოთა ალიანსმა შეძლო, რომ გაეხსნა ქვეყანაში პირველი სოციალური კონცეფციის მაღაზია. გარდა ამისა, პროექტში ჩართული იყო საჯარო და კერძო სექტორიც. მაგალითად,  ძალიან დაგვეხმარა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური. რაც შეეხება „ესკის“ ბრენდინგს, სრულიად უანგაროდ დაგვეხმარა სარეკლამო კომპანია Saatchi & Saatchi. შესაბამისად, სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორების აქტიური ჩართულობით, მივიღეთ პროდუქტი, სახელად „ესკი“ დიდი სოციალური გეგმებითა და მიზნებით“, - აღნიშნა სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და სოციალური კონცეფციის მაღაზია „ესკის“ ხელმძღვანელმა.

 

„ესკის“ აღიარება და გეგმები

 

ესკიცოტა ხნის წინ  თიბისი’’ ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთ გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.“ „ეს აღიარება მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩვენთვის, განვაგრძოთ დადებით ცვლილებებზე ორიენტირებული საქმიანობა და ვეგულებოდეთ სოციალურ საწარმოებს მუდმივ მხარდამჭერად,“ - ამბობს სალომე კუსიანი.

 


სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სალომე აღნიშნავს, რომ მომდევნო 5 წელში, „ესკი“ საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებასა და პოზიციების გამყარებას გეგმავს.

„სურვილი გვაქვს, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქალაქ ბათუმში გავხსნათ „ესკის“ ფილიალი, რომელიც ადამიანებს თბილისის გარეთაც მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა სოციალური საწარმოების პროდუქციაზე. ამასთან, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაქტიურდეთ ონლაინ გაყიდვების კუთხით და უფრო მეტად დავტვირთოთ ჩვენი ვებპლატფორმა. ცხადია, მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არ ვპირებთ“, - აღნიშნა სოციალურ საწარმოთა ალიანსისა და სოციალური კონცეფციის მაღაზიაესკისხელმძღვანელმა, სალომე კუსიანმა.

ცნობისთვის: სოციალური კონცეფციის მაღაზიაესკიმდებარეობს ძველ თბილისში, ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე და აერთიანებს 30-მდე საწარმოს 650-ზე მეტ პროდუქტს. პროდუქცია ასევე ხელმისაწვდომია ონლაინwww.eski.ge.

 


 

*სტატია მომზადებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) თანამშრომლობით, ევროკავშირისა და “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CSRDG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს მხარდამჭერთა შეხედულებებს.