სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ზერო ეფექტი

საქმიანობის შესახებ

"ზერო ეფექტი"- ნული ნარჩენის კონცეფციის, წრიული ეკონომიკის პრინციპებზე აგებული სოციალური სივრცე და მოძრაობაა თბილისში, რომლიც ორიენტირებულია ნარჩენებით დაბინძურების შემცირებაზე, მდგრადი წარმოებისა და მდგრადი მოხმარების წახალისებით ზრუნავს გარემოსა და ადამიანებზე. საწარმოს მისიაა გარემოზე ზრუნვა გახადოს  ინდივიდებისა და ბიზნესებისთვის ყოველდრიურობის ნაწილი. 

სოციალური საწარმო”  ზერო ეფექტის  მთავარი მიზანია:

  •  ნარჩენებით დაბინძურებაზე ცნობადობის და სენსიტიურობის გაზრდა მოსახლეობაში

  •  მდგრადი, წრიული პრინციპების ინტეგრირებით ყოველდღიურობაში, მაგალითის მიცემა ბიზნესებისთვის

  • ეკო, მწვანე მეწარმეების წახალისება, მათთვის სივრცის დათმობა და მოტივაცია

  •  ნული ნარჩენის საზოგადოების გაძლიერება ჩვენს ქალაქში

 

პროდუქცია/სერვისი

“ზერო ეფექტის” სივრცეში მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ და შეიძინონ ეკო მეგობრული ყოველდღიური გამოყენების ფუნქციური ნივთები, რომლებიც ნატურალური ინგრედიენტებით და მასალებით არის შექმნილი. 

 „ზერო ეფექტი”ყოველ კვირას მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს: თემატურ ფილმის ჩვენებებს გადამუშავების ვორქშოპებს, კომპოსტირების, ურბანული მებაღეობის და სხვა მდგრადი პრაქტიკების სემინარებს, ეკო-მეგობრების შეხვედრებს, ძველი ნივთების გაცვლა- გამოცვლას და ა.შ

 

საკონტაქტო ინფორომაცია

ანა ჭყოიძე

annichkoidze@gmail.com