სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ცისარტყელა

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო “ცისარტყელას” მისიაა: თელავის მუნიციპალიტეტსა და კახეთის რეგიონში არსებული სახელმწიფო სერვისების ეფექტიანი განხორციელების ადვოკატირებითა და ახალი სერვისების განვითარებით, ხელი შეუწყოს, უფლებებზე დაფუძნებული, ბავშვზე ზრუნვის სერვისების ხელმისაწვდომობას.  

2022 წელს საწარმომ დაიწყო პროდუქციის წარმოებაც და შესაბამისად გაფართოვდა მისიაც - შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციართა პროფორიენტაცია/დასაქმების ხელშეწყობა .

 

პროდუქცია/სერვისი

“ცისარტყელას” მიზანია: განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-7 ასაკის ბავშვების დროული გამოვლენა და ჩართვა შესაბამის სერვისში. 

მომსახურება მოიცავს

  • განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა
  • სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა
  • ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება
  • შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია    
  • მომსახურების საყრდენი მოიცავს:პირველადი ჯანდაცვა, სკოლამდელ დაწესებულებას და ოჯახს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის ხელშეწყობა/განვითარებაა
  • “ცისარტყელას” პროგრამული მიმართულებებია:
  • აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა;
  • მშობელთა სკოლა
  • პროდუქციის წარმოება: სამკაულები, ნაქსოვი თოჯინები, შარფები, თიხის ქოთნები. 

 

სოციალური შედეგები

  • განხორციელდა 2500-ზე მეტი ბავშვის განვითარების სკრინინგი. ყველა მშობელს გადაეცა რეკომენდაციები, მიიღეს სპეციალისტის კონსულტაცია

  • 300-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მომსახურება „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში, ხოლო 150-ზე მეტმა ბავშვმა - თელავის მერიის მიერ დაფინანსებულ ადრეული განვითარების და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ქვეპროგრამის ფარგლებში

  • სოციალური საწარმოს შემოსავლებმა (ბიზნეს სექტორი, ადგილობრივი დონორი ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია, ქველმოქმედება, თვითმმართველობა, მოსახლეობის მხრიდან თვითდაფინანსება, ორგანიზაციის სხვა მომსახურებიდან შემოსავლები) შესაძლებლობა გააჩინა,ადრეული ინტერვენციის მომსახურება სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიეღოთ უფასოდ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო პაატაშვილი

ninopaatashvili@gmail.com

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.