სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ტექ გოგო

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმოს მისიაა ქალებისა და გოგოების (მოწყვლადი ჯგუფების) ეკონომიკური გაძლიერება მათთვის ციფრული განათლების მიცემისა და მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებულ საწარმოსა ან სხვა პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების გზით.

 

პროდუქცია/სერვისები

საწარმოს ზოგადი მიზნები განათლებაზეა ორიენტირებული და მიმართულია შემდეგ კატეგორიებზე:

  • ქალების/გოგონების ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

  •  ციფრული პროფესიების პოპულარიზაცია და დაინტერესების ზრდა რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის;

  •  შეღავათიანი და ხარისხიანი ციფრული სერვისების შეთავაზება ბიზნესებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;

  • დასაქმების რეალური შესაძლებლობების შექმნა და განვითარება;

  • STEM პროფესიებზე/განათლებაზე ხელმისაწვდომობა

 

სოციალური შედეგები

საწარმომ ამ ეტაპზე  ციფრულ პროფესიებში (ციფრული მარკეტინგი,გრაფიკული დიზაინი UX/UI  დიზაინი გადაამზადა) 10 ქალი  მოწყვლადი ჯგუფებიდან ( მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობები) . პროექტის მონაწილეები ამ ეტაპზე, თბილისში სარეკლამო სააგენტოებში  გადიან სტაჟირებას.

სოციალური საწარმო ასევე გახდა  გრეის  ჰოპერის "Special Mention" -ის ჯილდოს მფლობელი.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

თეონა ქავთარაშვილი

teokavtarashvili8@gmail.com