სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

თემი

საქმიანობის შესახებ

საქველმოქმედო კავშირი „თემი“ დაფუძნდა 1989 წელს. 1991 წლიდან ეწევა ნატურალურ სოფლის მეურნეობას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, წარმოადგენს „მდგრადი განვითარების“, ნელი კვების მოდელს. სოციალური საწარმოს მიზანია პიროვნებისთვის ისეთი უსაფრთხო და წამახალისებელი გარემოს შექმნა, სადაც შეეძლება პირადი შესაძლებლობების სრულად განვითარება. ამის მიღწევას “საქველმოქმედო კავშირი თემი” ბუნებისადმი მეგობრული დამოკიდებულებით ცდილობს. ორგანიზაციის ძირითადი პროექტის (თემი შშმპ და სხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის), თემის სოციალური მეწარმეობის და ინტეგრირებული შრომითი საქმიანობების სეგმენტში – 1991 წლიდან დღემდე, სოციალურად მოწყვლადთა ჯგუფების (ფიზიკურად და გონებრივად შესაძლებლობა შეზღუდულნი; დევნილები; ლტოლვილები; უმუშევრები; ადამიანის უფლებების განხორციელების საშუალებას მოკლებული ახალგაზრდები და ბავშვები; მოხუცებულნი, ობლები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები; ღარიბნი, უსახლკარონი; იზოლირებულნი და მარტოხელები; გარიყულნი და სხვა)მონაწილეობით ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს: ორგანული სოფლის მეურნეობა, მევენახეობა, კაპიტალური მშენებლობა, რემონტი და ა.შ. მიმართულებებით; ასევე, საქმიანობები შემომსვლელი ტურიზმის მიმართულებით.

 

პროდუქცია/სერვისი

საწარმოს მომსახურებაში შედის: ღვინის დეგუსტაცია, მარნის და ვენახის დათვალიერება, შემოდგომით რთველში მონაწილეობა და ჩურჩხელების ამოვლება, ხინკლის დამზადებასა და პურის ცხობაში მონაწილეობა, რესტორანში ტურისტების გამასპინძლება; ველო-ტურები - 3 ტურისტული მარშრუტით, GPS-ნავიგაციის აპლიკაციაზე წვდომით.

 

სოციალური შედეგები

ბოლო 10 წელია თემი, მისი სოციალური წარმოების შესაბამისი სეგმენტებით, ჩართულია შემომსვლელი ტურიზმის ბიზნესში, აქვს მარანი და ქართული ტრადიციული სამზარეულოს რესტორანი, სადაც მუდმივად მასპინძლობს უცხოელ (ზოგჯერ - ადგილობრივ) ტურისტებს. სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა ერთდროულად: დღეს-დღეობით - 70 სტუმარი. საწარმოს აქვს სოციალური მეწარმეობის პროქტების განხორციელების 30-წლიანი გამოცდილება,

საწარმოს ჰყავს 50-მდე შშმ ბენეფიციარი, დამატებით - 30-40 მოსარგებლე, ადამიანები სიღარიბის ზღვარს მიღმა, უსახლკარო, ლტოლვილი, უმუშევარი, ობოლი, მზრუნველობას მოკლებული ბავშვი, მარტოხელა დედა, უმუშევრვეოდ დარჩენილი მოხუცი, რომელნიც ჩართულნი არიან თემის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ბენეფიციარების მოვლაში. თემში ცხოვრობენ, მუშაობენ და/ან პრო-ბონო სერვისებს აწვდიან სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე მოხალისეები დასავლეთ ევროპიდან და ამერიკიდან. ყველა შემძლე ბენეფიციარი ჩართულია თემის სოციალურ საწარმოებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

არჩილი ჭოტაშვილი

achitemi@gmail.com

+995 551 927 623

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.