საქმიანობის შესახებ
სოციალური საწარმო “თავისუფალი სივრცე”- ის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ჯანსაღი ინკლუზია საზოგადოებაში და მათი დამოუკიდებლობის გაძლიერების ხელშეწყობა, როგორც სოციალური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. თავისუფალი სივრცე სხვადასხვა მიმართულებით გასართობ–შემეცნებით ღონისძიებებს სთავაზობს თანაქალაქელებს. ეს სივრცე თავის სახელში მოიაზრებს თავისუფლებას, ეს არაა კონკრეტულად ერთი სეგმენტისთვის გათვლილი გარემო, მისი არსი ბარიერებისა და სტიგმებისგან თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებას გულისხმობს.
პროდუქცია/სერვისი
“თავისუფალი სივრცე” -ის შემოქმედებითი ღონისძიებები სრულად ემსახურება ჯანსაღი ინკლუზიის რეალობად ქცევას. შშმ პირები ხდებიან უფრო მეტად აქტიურები და იზრდება ხელმისაწვდომობა, ამასთანავე შემოქმედებითი პროდუქტის ადაპტირება შშმ პირთათვის.
საწარმო ხელს უწყობს ადგილობრივი ხელოვანების შემოქმედების პოპულარიზაციას, რაც სხვადასხვა მხატვრების და ფოტოგრაფების პესონალური გამოფენების მოწყობაში გამოიხატება, მათ შორის მოიაზრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
სოციალური შედეგები
სოციალური საწარმო 2017 წლიდან ახორციელებს ღონისძიებებს, რომელიც ხელს უწყობს შშმ პირთა ჩართულობას კულტურის სფეროში. ფერადმა სოციალურმა საწარმომ გააერთიანა ასობით ახალგაზრდა და დღეს ბათუმს აქვს სივრცე, რომლით სარგებლობაც საზოგადოების განვითარების ყველა მსურველს შეუძლია. ამ სივრცის არსებობამ დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, კერძოდ რიგითმა მოქალაქეებმა დაიწყეს ფიქრი შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინების შესახებ.
ასევე, არაერთი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციამ გაიარა კონსულტაციები შეხვედრების სწორად დაგეგმვის კუთხით, რაც გულისხმობს არადისკრიმინაციულ მიდგომას შშმ პირთა მიმართ.
ამ სივრცეში დაიდგა ჟესტურ ენაზე მონოსპექტაკლი, რომელიც ბათუმის ფარგლებს გასცდა და ჰოლანდიაში ორ ქალაქში - ჰააგასა და გრონინგერში უცხოელმა მაყურებელმა ნახა. ასევე, გაზაფხულისთვის სპექტაკლი მიწვეულია საფრანგეთში.
საკონტაქტო ინფორმაცია
ნინო ჩხაიძე
საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.