საქმიანობის შესახებ
ოციალური საწარმო” სტემ სფეისის მისიაა” LEGO STEM მიმართულების კურსების განხორცილების გზით ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობა მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. სტემ სისტემის შესწავლა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს განივითარონ ტექნიკური უნარები, ისეთ მაღალკვალიფიციურ და ტექნოლოგიურ დარგებში, რომლებიც საქართველოს და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს
სერვისი/პროდუქცია
სოციალური საწარმო ტექნიკური უნარჩვევების განვითარებისთვის მრვალფეროვან სერვისს თავაზობს მომხმარებელს და მომსახურებებებს ანვითარებს შემდეგი მიმართულებით:
-
სკოლებში LEGO პროგრამირების კურსების მეშვეობით ნიჭიერი ბავშვების, განსაკუთრებით გოგონების აღმოჩენა, მათი არსებული უნარების განვითარება და ახლის შეძენა STEM მიმართულებით;
-
პროფესიული განათლების მიმართ არსებული სტერეოტიპების მსხვრევის ხელშეწყობა და დარგის პოპულარიზაციის კვალდაკვალ STEM მიმართულებით ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი გოგონების მოზიდვა;
-
პროფესიული სტუდენტებისა და პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულების, განსაკუთრებით გოგონების LEGO პროგრამირების სწავლებაში ჩართვა, ამ გზით მათი პრაქტიკული უნარების გაზრდა და მდგრადი დასაქმების ხელშეწყობა სოციალურ საწარმოში დასაქმების გზით.
საკონტაქტო ინფორმაცია
დავით ბარაბაძე