საქმიანობის შესახებ
სოციალური კაფე-ბარის "პროფესიოს" მიზანია რუსთავში თავისუფალი სივრცის შექმნა, რომელშიც დასაქმებული იქნებიან ახალგაზრდები მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სიღარიბის ზღვარს მყოფი მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც არ სწავლობენ და არ აქვთ დასაქმების შესაძლებლობა.
პროდუქცია/სერვისები
სოციალური საწარმოს სივრცე განკუთვნილია ნებისმიერი ადგილობრივი ახალგაზრდისთვის და ორგანიზაციისთვის.
საწარმოს ძირითადი ზონა მოიცავს კვების ობიექტს და ბარს, სადაც დასაქმებულნი არიან მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.
“პროფესიო” თავისუფალი და ხელმისაწვდომია ყველასთვის ვისაც სურს სოციალური აქტივობის განხორციელება, გამოფენა, საგანმანათლებლო აქტივობების მოწყობა და ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების დაგეგმვა.
საკონტაქტო ინფორმაცია
გიორგი თვალიაშვილი