სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ორბის ბუდე

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო „ორბის ბუდე “ შეიქმნა ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე. 

საწარმოს მიზანია: სოფელ სამშვილდეში (ეთნიკურად სომხებით დასახლებულ თემში) მცხოვრები ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. „ორბის ბუდე “-ს საქმიანობა ორიენტირებულია ხელი შეუწყოს სოფელში ტურიზმის განვითარებას, ახალგაზრდებისა და ქალების  დასაქმებას, მათი პიროვნული უნარების გაძლიერებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების მხარდაჭერას, სოფელთან ორი  კმ-ით დაშორებული სამშვილდის ისტორიული ნაქალაქარის და სამშვილდის ბუნების ძეგლის პოპულარიზაციას.

საწარმოს მისიაა:

ინფორმირებული, პასუხისმგებლიანი, ბუნების მოყვარული და მზრუნველი ერთიანი საზოგადოების შექმნა, რომელიც ქმნის ჯანსაღ და დაცულ გარემოს, როგორც ფლორისა და ფაუნისთვის, ასევე ადამიანებისათვის. ამისთვის "ორბის ბუდე" ხელს უწყობს სოფელ სამშვილდეში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერას, აქ ჩამოსული ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, სხვადასხვა სერვისების შეთავაზებას და ბუნების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. 

 

პროდუქცია/სერვისები

ორბის ბუდის ძირითადი სერვისებია:ტურისტული საინფორმაციო/რეკრეაციული ცენტი რომელიც უზრუნველყოფს ვიზიტორების ინფორმირებულობას  ზოგადად სოფლის, არსებული კულტურული და ბუნების ძეგლების,ბიომრავალფეროვნებისა და ადგილობრივი კულტურის შესახებ. ასევე ცენტრი აორგანიზებს საცხენოსნო, აგრო ტურებსა და ტიპურ ლაშქრობებს.  ცენტრის ტერიტორიაზე შესაძლებელია აღჭურვილობის გაქირავება , ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გაცნობა ვიზიტორებს სივრცეში დახვდებათ კვების ობიექტი - უფასო ინტერნეტით, მოწყობილი ეზოთი და ეთნო მენიუთი.განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მასტერ-კლასებს, როგორიცაა- სომხური ლავაშის ცხობა თონეში, ხორბლის დაბეგვა სპეციალურ ქვაში და ადგილობრივი კერძების მომზადება.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ლუსინე დოსტიბეგიანი 

orbisbude@gmail.com

598350931