საქმიანობის შესახებ
2016 წელს, ა(ა)იპ „მზიანის“ პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის უპრეცედენტო მხარდაჭერით, შეიქმნა სოციალური საწარმო „მზიურის კაფე“, რომლის ფარგლებში სრულიად განახლდა და აღიჭურვა კაფეს ისტორიული შენობა და მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს ამფითეატრს და ბავშვთა სათამაშო მოედანს. „მზიურის კაფეს“ სოციალური მისიაა, შექმნან ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი კაფე, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მხარდამჭერი და ინიციატორი.
სერვისი/პროდუქცია
-
ინკლუზიური გარემოს შექმნა და ჯანსაღი კვების პოპულარიზება;
-
ეკომეგობრული მიდგომების დანერგვა;
-
გარემოსდაცვითი აქტივობების ორგანიზება და ინიციატივების მხარდაჭერა;
-
დამწყები ხელოვანების აქტივობების დაგეგმვა, ტექნიკური უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო მხარდაჭერა;
-
სამოქალაქო აქტივისტებისა და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელშეწყობა საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებაში;
-
დანერგილი ინკლუზიური პრაქტიკების გაზიარება სხვა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
-
საზოგადო ინიციატივების მხარდაჭერა ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და ცხოველებზე ზრუნვის საკითხებში და აქტივობების ტექნიკური მხარდაჭერა
სოციალური შედეგები
- საწარმოში დასაქმებულია 16 პირი
- არსებობის მანძილზე „მზიურის კაფემ“ 90 000–მდე ვიზიტორს უმასპინძლა
- პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში გაიმართა 500–ზე მეტი შემეცნებითი ღონისძიება
საკონტაქტო ინფორმაცია
ანა გოგუაძე