საქმიანობის შესახებ
სოციალური საწარმო “ლატლიშდ” ხელს უწყობს ადგილობრივი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას,აუმჯობესებს უშგულელი რეწვის ოსტატების ეკონომიკურ მდგომარეობას, აღადგენს ტრადიციული სვანური რეწვის ნიმუშებს და ხელს უწყობს მის შენარჩუნება-განვითარებას.
საწარმო მნიშვნელოვან როლს ასრულებს თემის ახალგაზდების განვითარებისთვის უფასო სამუშაო სივრცის შექმნით და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საკითხებში.
საწარმოს მიზანია:
-
მოწყვლადი ჯგუფების (ქალების იგპ, შშმპ, ახალგაზრდები) ეკონომიკური გაძლიერება და დასაქმება;
- ტრადიციული რეწვის სხვადასხვა დარგების შენარჩუნება-განვითარება;
- ტრადიციული რეწვის ოსტატების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
-
თემის ახალგაზრდებისთვის შეხვედრების უფასო სივრცის შექმნა;
- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება.
პროდუქცია/სერვისი
საწარმო ქმნის სხვადასხვა ტიპის პროდუქციას, მათ შორის: ჰუდი, ჰუდი ელვა შესაკრავით, მაისური, გრძელ მკლავიანი მაისური,ტილოს ჩანთა - სასურველი ნაქარგითა და სვანური ორნამენტების ხაზით. საწარმო,ასევე, ამზადებს მოქარგულ საყელოებს, სვანურ საპონს, სვანურ მარილს, სვანურ ქუდებს (სუვენირების სახით), მაგიდის გადასაფარებლებსა და ტილოს ხელსახოცებს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მადონა წერედიანი