საქმიანობის შესახებ
,,კომლი” არის სათემო სივრცე,სადაც შესაძლებელია ფიქრი, დაკვირვება, კვლევა, მუშაობა და ახალი ცოდნის თანა-შექმნა.
კომლი ცდილობს ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვის ფოკუსი საზოგადოებრივი ზრუნვისკენ მიმართოს და ადამიანზე ორიენტირებული ზრუნვა - გარემოზე და ადამიანზე ორიენტირებულ ზრუნვად აქციოს.
თანაშექმნის სივრცე არის მუდმივად შექმნის პროცესში მყოფი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად ცდილობს ცოდნა გაანთავისუფლოს აკადემიური ჩარჩოებიდან და ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი სამეზობლოებისთვის, სადაც ამის შესაძლებლობა ნაკლებად არსებობს. თანაშექმნის სივრცეში სტუმრები იზიარებენ „თემთან ერთად“ პრინციპს, რაც გულისხმობს მათი საქმიანობისა და აღმოჩენების შესახებ ცოდნის ადგილობრივი თემის წევრებისთვის გაზიარებას და გაცნობას.
ამ იდეებზე დაყრდნობით, თანაშექმნის სივრცე ღიაა ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, ვისაც სურს სივრცე გამოიყენოს:
- შეხვედრებისთვის,
- კონსულტაციებისთვის,
- იდეების განხორციელებისთვის
- დასვენებისთვის.
კომლის, როგორც სოციალური საწარმოს მისიაა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყოს ხელი. კომლი უკვე ერთი წელია რაც არსებობს, როგორც ინიციატივა და აქტიურად მუშაობს რამდენიმე მიმართულებით:
-
ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერება;
-
სათემო ინიციატივების მხარდაჭერა;
-
სამეწარმეო კომპეტენციებისა და ადგილობრივი მეწარმეების განვითარების მხარდაჭერა;
-
სათემო ინფრასტრუქტურის შეთავაზება.
პროდუქცია/სერვისები
,,კომლი” მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ჩამონათვალშია:
- მცირე ჰოსტელი (სივრცეში არსებულ სამ დამოუკიდებელ შენობაში შესაძლებელია 12 სტუმრის მიღება) ;
- ღია კაფე ყავა-ჩაის, უალკოჰოლო სასმლისა და წასახემსებლების შეთავაზებით ;
- ინფრასტრუქტურულად გამართული და კეთილმოწყობილი მცირე შეხვედრების ოთახი (15 კაციანი ოთახი აღჭურვილია პროექტორით, ეკრანით, დაფითა და მარკერებით) ;
- სამუშაო შეხვედრების ფასილიტაცია (სტრატეგიისა და ორგანიზაციული განვითარების გეგმის შემუშავება, პროექტის დაგეგმვა და საპროექტო განაცხადის მომზადება, გუნდის ფორმირება) open space მეთოდოლოგიის გამოყენებით ;
- მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები (ტრენინგი) სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მცირე ბიზნესებისთვის (იდეის განვითარება და ბიზნეს მოდელის შემუშავება, პროტოტიპის შექმნა, ციფრული მარკეტინგი და ელექტრონული კომერცია, ტექნოლოგიური პროექტების მართვა და ა.შ.);
- მენტორობისა და ქოუჩის მომსახურება მეწარმეებისთვის;
- ქეითერინგით.
სოციალური შედეგები
-
კომლის სივრცეში დასაქმდა 8 ადგილობრივი ახალგაზრდა;
-
სტაჟირების პროგრამებით ხელი შეეწყო ადგილობრივი ახალგაზრდების გადამზადებას;
-
არაფორმალურ სერვისებსა და მომსახურებაზე გაიზარდა ხელმისაწვდომობა.
საკონტაქტო ინფორმაცია
ანი კელაპტრიშვილი
საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.