სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

კოდალა

საქმიანობის შესახებ 

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანის“ ინიციატივით, 2013 წელს, დაფუძნდა ხის პროდუქციის სოციალური საწარმო “კოდალა". იგი წარმოადგენს შრომითი ინტეგრაციის სოციალურ საწარმოს, სადაც დასაქმებულ პირთა უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. “კოდალას” სოციალური მისიაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა დასაქმების თანაბარი პირობების შექმნის გზით.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალურ საწარმოში მოქმედებს წარმოების ოთხი ხაზი და იქმნება 200-ზე მეტი სახეობის ხის სათამაშო და სასუვენირო ნაკეთობა, კერძოდ: 

  •  ასაწყობი სათამაშოები- 80 სახეობა 
  •  მექანიკური სათამაშოები – 50 სახეობა 
  •  ფიგურული სათამაშოები – 55 სახეობა 
  •  სუვენირები - 30 სახეობა 

ნაწარმოები პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა და შეესაბამება სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს EN 7I-ს. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს ბავშვის წარმოსახვის, მეხსიერებისა და მოტორული უნარების განვითარებას. 

კორპორატიულ მომხმარებლებს სოციალური საწარმო სთავაზობს მათ საჭიროებებზე მორგებულ ხის პროდუქციას. 

 

სოციალური შედეგები 

  •  კოდალაში ინოვაციური მიდგომებით ახალ პროფესიას დაეუფლა 55-ზე მეტი შშმ პირი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა 
  • საწარმოში დასაქმებულთაგან 17 შშმ პირია 
  •  დასაქმებულ პირთა ანაზღაურება შეესაბამება შრომითი ბაზრის განაკვეთს 
  • მოზარდი ახალგაზრდებისთვის შემუშავდა შრომითი აქტივობების პროგრამა, რაც ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას 

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთი კიკილაშვილი

kodalasoc@gmail.com 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.