საქმიანობის შესახებ
სოციალური საწარმო „სასწავლო ცენტრი გუმბათი“ 2016 წლის ნოემბერში დაფუძნდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში.
ორგანიზაციის მიზნებია:
- ეთნიკურად არაქართველი და ქართველი მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების გზით.
- პროფესიული განათლების პოპულარიზაცია;
- სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლებისა და განვითარების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
- ახალგაზრდებისა და ქალების სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვისთვის ხელშეწყობა.
პროდუქცია/სერვისი
გუმბათის მისიაა წალკის მაცხოვრებლების ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მშვიდობიანი თანაცხოვრება.
-
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების მომზადება
-
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის გახანგძლივებული სწავლება
-
ინგლისური ენის კურსები
-
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგები
სოციალური შედეგები
ამ დროის განმავლობაში გუმბათმა განახორციელა
-
20 სოციალური პროექტი, მათ შორი ორი ინფრასტრუქტურული.
-
2022 წელს განახორციელა პროექტი „უსაფრთხო სასმელი წყალი გუმბათელებს“, რომლის ბიუჯეტი 25 000 ლარია, დონორი ორგანიზაცია CENN.
-
2023 წლის აპრილიდან ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს სოციალურ-ემოციური კომპეტენციების ხელშეწყობა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას. პროექტის ბიუჯეტია 20 680 ლარი, ხოლო დონორი ორგანიზაცია CTC.
-
სასწავლო ცენტრში დასაქმებულია 4 მასწავლებელი
საკონტაქტო ინფორმაცია
ირა ძირკვაძე
irad5753@gmail.com
საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.