სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

გოგორა

საქმიანობის შესახებ

გარემოსდაცვითი და მწვანე საწარმო „გოგორას“ მისიაა მხარი დაუჭიროს ბავშვების ჯანსაღად აღზრდით დაინტერესებულ უფროსებს ბავშვების ჰუმანურ, გონიერ, თავისუფალ ადამიანებად ჩამოყალიბების პროცესში. საწარმოს მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებისთვის ჯანსაღი, უსაფრთხო და განმავითარებელი გარემოს შექმნას და ამ პროცესში ძველი, ნაცადი იდეები და თანამედროვე მიდგომები გააერთიანოს.

 

პროდუქცია/სერვისები

საწარმო ფუნქციონირებს თბილისსა და აჭარის მთიანეთში. საწარმოში მზადდება ქართული ხის ფოლკ-სათამაშოები და მონტესორის ავეჯი. ავეჯსა და სათამაშოებს აერთიანებს „უსასრულო თამაშების“ (ე.წ. Open-ended play) პრინციპები, რაც თავსებადია მონტესორის, პიკლერის, ვალდორფის მეთოდებთან. თითოეული პროდუქტი არის მრავალფუნქციური, განმავითარებელი, უმაღლესი ხარისხის დამუშავებით და, რაც მთავარია, უსაფრთხო.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო რაზმაძე

gogoratoys@gmail.com