საქმიანობის შესახებ
სოციალური საწარმო ,,ფარშევანგი"-ს მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათ შესაძლებლობებზე მორგებული სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმება.
სოციალური საწარმო ,,ფარშევანგი“ მომხმარებელს სთავაზობს ქვილინგის ტექნიკით დამზადებულ ხელთნაკეთ მისალოც ბარათებსა და სუვენირებს ინდივიდუალური და კორპორატიული კლიენტებისათვის, მათთვის სასურველი დიზაინით.
ქვილინგი ქაღალდის დახვევის ხელოვნებაა, რომელიც გულისხმობს ნამუშევრები შეიქმნას სივრცესა და სიბრტყეზე. ქაღალდის გრძელი და ვიწრო ზოლებისაგან მზადდება ქვილინგის ელემენტები, ე.წ. მოდულები და მათი საშუალებით სხვადასხვა კომპოზიციების აწყობა ხდება. იგი ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას, ნებისყოფის უნარს და ხელის წვრილ მოტორიკას.
პროდუქცია/სერვისი:
სოციალური საწარმო „ფარშევანგი“ მომხმარებელს ქვილინგის ტექნიკით დამზადებულ შემდეგ პროდუქციას სთავაზობს:
- მისალოც ბარათებს;
- სუვენირებს;
- ცნობილი მხატვრების ნამუშევრების რეპროდუქციას;
- ინკლუზიური განათლების დამხმარე მასალებს;
- განმავითარებელ სახელმძღვანელოებს.
სოციალური შედეგები
-
სოციალური საწარმო ამ ეტაპზე ასაქმებს 11 ადამიანს,რომელთა ნაწილი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელია
-
ქვილინგის შემსწავლელი უფასო კურსების მეშვეობით,საწარმოში 59–მა პირმა შეისწავლა მისალოცი ბარათებისა და სუვენირების დამზადება.
საკონტაქტო ინფორმაცია
საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.