საქმიანობის შესახებ
სსოციალურ საწარმო ,,ესკის" ძირითადი მიზნებია:
- ხელი შეუწყოს სოციალურ მეწარმეებს პროდუქციის რეალიზაციაში და ეკონომიკურად გააძლიეროს ისინი.
- აამაღლოს ცნობიერება სოციალური მეწარმეობის კონცეფციისა და ქართული სოციალური საწარმოების შესახებ ფართო საზოგადოებაში.
- ხელი შეუწყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი შესყიდვების ქცევის მომხმარებელში გამომუშავებას.
დამატებით, ესკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ სოციალური საწარმოებისთვის, რომლებსაც დამოუკიდებელი სივრცე არ აქვთ პროდუქციის რეალიზაციისთვის, ხოლო დანარჩენებისთვის შემოსავლის დამატებითი წყარო გახდა.
პროდუქცია/სერვისი
მაღაზიაში წარმოდგენილია 25 სოციალური საწარმოს 350-ზე მეტი დასახელების ნივთები:
- აქსესუარები და სამკაულები
- დეკორატიული ნივთები
- ტრადიციული რეწვის უნიკალური ნიმუშები
- სათამაშოები და ხის ნაკეთობები
- საკანცელარიო ნივთები
სოციალური შედეგები
- 25 სოციალური საწარმოს პროდუქცია
- ერთ სივრცეში 2500 უნიკალური მომხმარებელი
საკონტაქტო ინფორმაცია
სალომე კუსიანი
საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.