საქმიანობიs შესახებ
სოციალური საწარმო „დედიკო“ ფონდი კონსტანტას ახალი პროექტია, რომელმაც ფუნქციონირება 2021 წელს დაიწყო და მარტოხელა დედების მხარდაჭერისკენაა მიმართული. „დედიკოს“ სოციალური მისიაა საქართველოში მცხოვრები მარტოხელა დედებისა და მათი შვილების ცხოვრების პირობების გაუმჯობესება დასაქმებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მიცემის გზით. საჭიროების შემთხვევაში, “დედიკოს” გუნდი მარტოხელა დედებს ეხმარება მათთვის სასურველი სხვა პროფესიის შესწავლაში.
პროდუქცია/სერვისი
სოციალური საწარმო „დედიკო“ მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან შეკერილ სხვადასხვა პროდუქტს. ჩამონათვალშია:ექსკლუზიური დიზაინის
-
ზურგჩანთები
-
გულჩანთები
-
სუფრები
-
რანერები
-
შარფები
-
სადღესასწაულო სუფრები
„დედიკო“ პროდუქციის შექმნისას იყენებს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებს და მოპოვებულია ყველა საჭირო პროცედურის დაცვით.
სოციალური შედეგები
-
სოციალურ საწარმოში გადამზადება გაიარა და კერვისათვის საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინა ოთხმა მარტოხელა დედამ
-
დასაქმებულ პირთა ანაზღაურება შეესაბამება შრომის ბაზრის განაკვეთს
საკონტაქტო ინფორმაცია
ლიკა ჭიბოშვილი
საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.