საქმიანობის შესახებ
სოციალური საწარმო დადარი წარმოადგენს სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე ადამიანებისგან შემდგარ ძლიერ და ერთიან გუნდს, რომელიც ამზადებს მაღალი ხარისხის ხის ხელნაკეთ სათამაშოებს და ნაკეთობებს.
საწარმოს მთავარი სოციალური მისია არის სათამაშოების წარმოებაში გადამზადდეს და დასაქმდეს, როგორც ინტელექტუალური განვითარების შეფერხების, ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე, ისე საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები; ხელი შეეწყოს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვას და შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას.
„დადარი“ მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა ხის ხელნაკეთ სათამაშოებს და ნაკეთობებს.
სათამაშოების დამზადება ხდება ძვირფასი ფოთლოვანი ხის ჯიშებისგან, ზედაპირი დაფარულია სათამაშოებისთვის
განკუთვნილი ცვილნარევი ზეთებით, გერმანული წარმოების ლაქით და ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით,
რომლებიც არ შეიცავენ მძიმე მეტალებს და შეესაბამებიან სათამაშოს უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს.
პროდუქცია/სერვისი
სოციალური საწარმო “დადარი” მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან პროდუქციას, როგორიცაა:
-
მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოები
-
სასწავლო-საგანმანათლებლო (შემეცნებითი) სათამაშოები
-
კოლექციის სათამაშოები (ცხოველთა და ფრინველთა სამყარო, დინოზავრე-ბი და ა.შ.)
-
ასაწყობი კუბიკები
-
ფაზლები
სოციალური შედეგები
-
საწარმოში სპეციალური საჭიროების მქონე 10-მა პირმა გაიარა პროფესიული გადამზადება, რომლის შემდეგაც 5 ადამიანი დასაქმდა საწარმოში
-
საწარმოში პროფესიული მომზადება გაიარა და დასაქმდა 5 იძულებით გადაადგილებული პირი საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან
-
საწარმოში დასაქმებული ყველა პირი იღებს ადგილობრივ საბაზრო ნიხრებთან შესაბამის შრომით ანაზღაურებას
-
2021 წლის სოციალური მეწარმეობის ფორუმზე „დადარმა“ მოიპოვა წოდება“წლის სოციალური საწარმო 2021”
საკონტაქტო ინფორმაცია
არჩილ გობეჯიშვილი
archil@dadari.ge