საქმიანობის შესახებ
"ჩემპის" მისიაა გორში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა და უნარჩენო წარმოების განვითარება ინოვაციური ჯანსაღი სნექების წარმოების გზით. საწარმოს სოციალური მიზნებია: რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის მუდმივი, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის წყაროს გაჩენა. ამ გზით, მათი გაძლიერება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; ბიზნეს საქმიანობაში ახალგაზრდების ინტეგრაცია და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული სტაჟირების პროგრამები; მცირემიწიანი ფერმერების მიერ მოყვანილი არასტანდარტული ნედლეულის (ნასეტყვი, ნაქარი) რეალიზაციის პრობლემის მოგვარება.
პროდუქცია/სერვისი
ჩემპის პროდუქციის მთავარი მახასიათებელია უნარჩენო წარმოების განვითარება ინოვაციური ხრაშუნა ტყლაპის - ‘ცმაცის’ შექმნით. კომპანია 'ჩემპი' შრობის ინოვაციური მეთოდით აწარმოებს 3 სახეობის ორიგინალ ვაშლის ჩიფსს აიდარედის, გრანი სმიტისა და გოლდენის ჯიშის ვაშლისგან. ასევე, 'ჟოზეს ვაშლის' ჩიფსებს სპეციალურად ბავშვებისთვის და უნარჩენო წარმოების შედეგად მიღებულ პროდუქტს 'ცმაცი'ს.
საკონტაქტო ინფორმაცია
თამარი შეითნიშვილი