სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ბებიას

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო „ბებიას” დაფუძნდა 2018 წლის 7 სექტემბერს. „ბებიას” ქართული ბრენდია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბებიებსა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს და სიმბოლურია, რომ ეს კავშირი ბებიის მოქსოვილი ყველაზე თბილი პროდუქტით მყარდება. "ბებიას" სოციალური მისიაა ბებიებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა - ეკომეგობრული პროდუქტის წარმოების გზით". 

სოციალური საწარმო სახლში მყოფ ბებიებს საშუალებას აძლევს, მიიღონ დამატებითი შემოსავალი საყვარელი ხელსაქმით, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის მაღალი ხარისხის თბილ და ეკომეგობრულ პროდუქტს.

 

პროდუქცია/სერვისი: 

„ბებიას” მომხმარებელს სთავაზობს ბებიების ხელით, 100%-ით ნატურალური ქართული შალით მოქსოვილ ქუდებს, წინდებს, ხელთათმანებს და შარფებს. 

ქუდები გათვლილია როგორც საცალო, ისე კორპორატიულ გაყიდვებზე. სურვილისამებრ, კორპორატიული სერვისის სახით, „ბებიას” მომხმარებელს სთავაზობს ბრენდირებული იარლიყების დამზადებასა და ქუდებზე განთავსებას.

 

სოციალური შედეგები

  • სოციალურ საწარმოში ბრენდის ქუდებს, ამჟამად, რეგულარულად, ოცამდე მქსოველი ბებია ქმნის;

  • კათარზისიდან დასაქმებულ ბებიებს, რომლებსაც უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება, გაუჩნდათ დამატებითი შემოსავალი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაუბრუნდათ ცხოვრებისეული შემართება;

  • სოციალურ საწარმოს წვლილი შეაქვს გარემოსდაცვითი მიმართულებით. ქუდები, სპეციალურად საწარმოსთვის დამზადებული, 100%-ით ნატურალური თუშური შალით იქსოვება, რომელთა ნაწილი უკვე 100%-ით ბუნებრივი საღებავით არის შეღებილი. ბუნებრივი ქსოვილის, შალის მოხმარება ამცირებს რეცხვის დროს მიკროქსოვილების გამოყოფას, რაც სინთეტიკური ტანსაცმლის შემთხვევაში ხდება. შესაბამისად ხელს უშლის ზღვების, ოკეანეების დაბინძურებას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

გიორგი ნოზაძე

info.bebias@gmail.com

+995 577 273 090

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.