საქმიანობის შესახებ
სოციალური საწარმო “ბაბალეს” მიზანია , დაუნის სინდრომის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების გზით. დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაპროფესიული და პროფესიული უნარების განვითარება ხელს უწყობს დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმებას „ბაბალეში“ და ამზადებს შრომით ბაზარზე აქტიური პოზიციონირებისათვის, რის შედეგადაც იზრდება დაუნის სინდრომის მქონე პირთა და მათი ოჯახების ეკონომიკური უზრუნველყოფა.
პროდუქცია/სერვისები
ბაბალეს პროდუქცია გამოირჩევა მრავალფეროვნებით და ისეთი ფართო სპექტრით, როგორიცაა:
- ხელნაკეთი სუვენირები, ხის, ტექსტილისა და კერამიკის ნაკეთობები - პროდუქციის დამზადების მთავარი ამოცანაა პროცესში უზრუნველყოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მაქსიმალური ჩართულობა.
- მასობრივი წარმოების პროდუქტი - წინდები, სამზარეულოს ხაზი (სუფრა, წინსაფარი, ცხელის ასაღები). ორივე მათგანი საერთო კონცეფციით მზადდება - დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების ნახატებისა და ეროვნული მემკვიდრეობის დიზაინის გამოყენებით.
- მომსახურება: არტ ვორქშოფები ტურისტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის და კომპანიების თანამშრომლებისთვის.
სოციალური შედეგები
-
სოციალური შედეგები-“ბაბალეს” 20 მოზარდი ბენეფიციარიდან 5 დასაქმდა სხვადასხვა ადგილზე, ხოლო დანარჩენი პროფესიულ სასწავლებელში აგრძელებს სწავლას;
-
სოციალურ საწარმოში დასაქმებულია 16 ადამიანი, მათ შორის 6 - შშმ პირი, 5 შშმ პირის მშობელი და ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ლია ტაბატაძე
საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.