სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ზერო ეფექტი

საქმიანობის შესახებ

"ზერო ეფექტი" არის ნული ნარჩენის კონცეფციის ერთადერთი სივრცე საქართველოში, რომლის მიზანიც არის გარემოზე და ადამიანებზე ზრუნვა ნარჩენების შემცირებით და ნული ნარჩენის პრაქტიკების დანერგვით. სოციალური საწარმოს ამოცანებია: პასუხისმგებლიანი წარმოებისა და მოხმარების წახალისება, გარემოსდაცვითი შემეცნება და მწვანე, სოციალური მოძრაობის ჩამოყალიბება; ასევე, 7R პრინციპების დანერგვა ინდივიდებისა და ბიზნესების ყოველდღიურობაში. "ზერო ეფექტი"  ერთი იდეის გარშემო აერთიანებს ეკო მეწარმეებს, მწვანე აქტივისტებს,  სტუდენტებს, მოსწავლეებს, აგრეთვე მასწავლებლებს და ბევრ სხვა ადამიანს.

 

პროდუქცია/სერვისი

"ზერო ეფექტი" არის სივრცე და სოციალური მოძრაობა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.სივრცეში წარმოდგენილია ნული ნარჩენის მაღაზია, სადაც იყიდება ქართველი და უცხოელი მეწარმეების მიერ დამზადებული მდგრადი პროდუქტები, აღნიშნული პროდუქტები ანაცვლებს პლასტმასას და სხვა ერთჯერადი მოხმარების პროდუქტებს.გარდა ამისა, სივრცე მასპინძლობს სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს: "ეკო ვორკშოპებს", "ეკო ნეთვოქრინგს", ნივთების გაცლას, ლექციებსა და ფილმის ჩვენებებს. მათ შორის ატარებს სემინარებს სკოლის მოსწავლეებისთვის.
"ზერო ეფექტში" აგრეთვე წარმოდგენილია კუთხე დახარისხებული ნარჩენის შესაგროვებლად, რომელიც პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით გადამუშავდება.
ამჟამად კომპანია მუშაობს მწვანე ბიბლიოთეკის შექმნაზე, რომელიც გარემოსდაცვითი მიმართულებით სხვადასხვა ლიტერატურას გააერთიანებს და შესთავაზებს კლუბის წევრებს მათ გატანას.


საკონტაქტო ინფორმაცია

ანა ჭყოიძე
annichkoidze@gmail.com