სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

უსული

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო “უსული”-ს მიზანია ეკო მეგობრული წარმოება. 2020 წელს დაწყებული საქმიანობა ორ მეგობარს ერთი იდეის ირგვლივ აერთიანებს. მათ მუდმივ საფიქრალს წარმოადგენდა აურაცხელი რაოდენობის ნარჩენი,რაც,ზოგადად, წარმოებიდან რჩება. იქიდან გამომდინარე,რომ ტექსტილის ნარჩენები ხელმისაწვდომი რესურსი იყო პრუდუქციის შექმნაც სწორედ ამ მასალისგან გადაწყდა.ზოგადად, მოდის ინდუსტრია დიდი რაოდენობით ნარჩენს აწარმოებს, როგორც ტექსტილს, ასევე ტყავს, რაც ან საერთოდ არ იხრწნება ან ძალიან დიდი დრო ჭირდება. მეგობარი დიზაინერების ნარჩენი ნაჭრებისგან დიდი შრომის შედეგად შეიქმნა პროდუქტი,რომლის ხარისხიცა და ფასიც დამფუძნებლებისთვის იყო სასურველი.

 

პროდუქცია/სერვისი

საწარმო აგროვებს ნარჩენ ქსოვილს,ტყავს და მოპოვებული რესურსით აწარმოებს ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს. მასალის მოსაძიებლად საწარმოს დამფუძნებლები ამყარებენ კონტაქტს ისეთ კომპანიებთან თუ ფიზიკურ პირებთან,რომლებიც მუშაობენ ტექსტილზე იქნება ეს ტანსაცმლის დიზაინერები,ფეხსაცმლის თუ ავეჯის მწარმოებლები. საწარმოს პროდუქცია უნიკალურია, რაც მის დასამზადებლად გასავლელ რთულ გზას სრულად ამართლებს. ინდივიდუალური შეკვეთის შემთხვევაში საწარმო ითვალისწინებს მომხმარებლის ყველა სურვილს და სრულიად მათზე მორგებულ მოდელებს ქმნის. თითოეული ფეხსაცმელსთვის ინდივიდულაურად ირჩევა ნაჭრების კომბინაცია.ამასთან ერთდ, ნაჭრები არ მეორდება და ორი სრულიად იდენტური ფეხსაცმელი არასდროს გამოდის.

საკონტაქტო ინფორმაცია

სოფიო ლაპიაშვილი

sophialapiashvili@gmail.com