სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ცოდნის კაფე

საქმიანობის შესახებ

სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ დაფუძნდა 2016 წელს ა(ა)იპ „სამოქალაქო ინიციატივის“ ფარგლებში. “ცოდნის კაფე” არის წნორში არსებული სივრცე, სადაც შესაძლებელია კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების გამართვა როგორც ახალგაზრდების, ისე ბავშვებისა და 60+ ადამიანებისთვის. “ცოდნის კაფეს” სოციალური მისიაა ცოდნის მიღების, შემეცნებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობების შექმნა რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო მულტიფუნქციური ცენტრია, რომელიც ადგილობრივებს სთავაზობს იმ მომსახურებას, რაზე ხელმისაწვდომობაც დაბალია მუნიციპალიტეტის მასშტაბით. “ცოდნის კაფეს” სივრცეშია:

  • სოციალური კაფე მრავალფეროვანი მენიუთი
  • არაფორმალური განათლების ცენტრი, სადაც იმართება სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, კინოჩვენებები და სხვა აქტივობები
  • წიგნის მაღაზია 10-ზე მეტი გამომცემლობის წიგნებით
  • ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი მულტიმედია ბიბლიოთეკა 1000-ზე მეტი თანამედროვე წიგნითა და კომპიუტერით
  • რეზიდენცია,რომელიც მასპინძლობს ხელოვანებს მთელი მსოფლიოდან, რათა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება

 

სოციალური შედეგები

  • სოციალური საწარმომ ბოლო 1 წლის განმავლობაში 135-მდე კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობას უმასპინძლა, მათ შორის 2700-მდე ბავშვს,ახალგაზრდას, ზრდასრულსა და 60+ ადამიანს
  • "ცოდნის კაფეში" 40-ზე მეტი ადამიანი უფასოდ სწავლობს ინგლისურ ენას ამერიკელი მოხალისის ჩართულობით
  • 20-ზე მეტ აქტიურ ახალგაზრულ ჯგუფს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან "სოდნის კაფემ" მისცა მოტივაცია, დაეწყოთ "ცოდნის კაფეს" მსგავსი სივრცეების შექმნა
  • სოციალურ საწარმოს აქვს "განათლების ფონდი", რომლის მხარდაჭერითაც 80-მდე ახალგაზრდამ მიიღო პლანშეტური კომპიუტერი, რათა ჰქონოდათ ონლაინ სწავლების შესაძლებლობა

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ქეთი მოლაშვილი

civicinit@gmail.com

+995 595 964 656

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.