სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

წნული

საქმიანობის შესახებ

2016 წელს კასპის შშმ პირთა კავშირის ბაზაზე დაფუძნდა შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმო „წნული“. მათი სოციალური მისიაა კასპის რაიონში მცხოვრები შშმ პირებისა და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის პროფესიული განათლების მიღებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მათი სამუშაო უნარების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა. შშმ პირთა სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური ჩართულობა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება საწარმოს მთავარი ორიენტირია.

 

პროდუქცია/სერვისი

სოციალური საწარმო ბუნებრივად მოპოვებული რესურსისგან (ნედლეულისგან) ამზადებს არქაული ტიპის აქსესუარებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ინტერიერსა და ექსტერიერზე გათვლილ პროდუქციას. ეს არის ტრადიციულისა და თანამედროვე დიზაინის კომბინაცია, მორგებული ყველა თაობისა და გემოვნების მომხმარებელზე, რაზეც ნაწარმის ხარისხი, ნაირსახეობა და ფართო არჩევანიც მეტყველებს. ამ ეტაპზე საწარმოში მზადდება რამდენიმე სახის დაწნული პროდუქცია,კერძოდ:

  • თეფში
  • სახილე
  • კალათი
  • სუნდუკი
  • სანათი
  • სკივრი
  • მოწნული ბოთლი

სოციალურ საწარმოში ასევე მზადდება განსხვავებული
ინტერიერის ნივთები, აქსესუარები და ავეჯი.

 

სოციალური შედეგები

  • 2017 წელს სოციალურმა საწარმომ ადგილობრივ შმმ პირებს შეასწავლა წნული პროდუქციის დამზადების ტექნიკები და გადამზადებული პირებისგან 5 ბენეფიციარი დასაქმდა ადგილზე.
  • "წნული" თავისი არსებობითა და უკვე მიღებული შედეგებით ამტკიცებს,რომ არსებობს შეზღუდული გარემო, შესაძლებლობები კი - არა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

დავითი პარკაძე

tsnuli.ts0@gmail.com

+995 551 773 774

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.