სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამა

img-bg

ცისარტყელა

საქმიანობის შესახებ

„ცისარტყელა“ წარმოადგენს სოციალური სერვისების მიმწოდებელ საწარმოს,
რომელიც თელავის, ყვარელის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში
მცხოვრები განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას. „ცისარტყელას“ სოციალური მისიაა თელავსა და კახეთის რეგიონში არსებული სახელმწიფო სერვისების ეფექტიანი განხორციელების ადვოკატირებითა და ახალი სერვისების განვითარებით, ხელი შეუწყოს ბავშვზე ზრუნვის სერვისების ხელმისაწვდომობას

 

პროდუქცია/სერვისი

„ცისარტყელას” მომსახურება მოიცავს განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 0-7 ასაკის ბავშვების დროულ გამოვლენასა და ჩართვას შესაბამის სერვისში. ჩამონათვალშია:

  • განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა
  • სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა
  • ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება
  • შესაძლებლობის შეზღუდვისა და მიტოვების პრევენცია

“ცისარტყელას” პროგრამული მიმართულებებია:

  • ბავშვთა ადრეული განვითარება
  • სკოლამდელი ინკლუზიური განათლება
  • მშობელთა სკოლა

 

სოციალური შედეგები

  • სერვისი ხელმისაწვდომია თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი 0-7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების ან ამ მხრივ რისკის მქონდე და შმმ ბავშვისთვის.
  • 2021 წლის მონაცემებით, განხორციელდა 2500-ზე მეტი ბავშვის განვითარების სკრინინგი. ყველა მშობელს გადაეცა რეკომენდაციები,მიიღეს სპეციალისტის კონსულტაცია. 
  • 300-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მიიღო მომსახურება "სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის" ფარგლებში, ხოლო 150-ზე მეტმა ბავშვმა - თელავის მერიის მიერ დაფინანსებულ ადრეული განვითარების და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ქვეპროგრამის ფარგლებში.
  • სოციალური საწარმოს შემოსავლებმა (ბიზნეს სექტორი, ადგილობრივი დონორი ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაცია, ქველმოქმედება, თვითმმართველობა, მოსახლეობის მხრიდან თვითდაფინანსება, ორგანიზაციის სხვა მომსახურებიდან შემოსავლები) შესაძლებლობა გააჩინა, ადრეული ინტერვეციის მომსახურება სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიეღოთ მიეღოთ უფასოდ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ნინო პაატაშვილი

ninopaatashvili@gmail.com

+995 593 334 224

 

საბეჭდი ვერსიის გასახსნელად/ჩამოსატვირთად დააწკაპეთ ბმულს ქვემოთ.